ესთეტიკური ცენტრის არომატიზაცია – ბრენდის განვითარების ხელოვნება – Aromaco შინაარსზე გადასვლა

აქციის დასრულებამდე დარჩა

დღე
საათი
წუთი
წამი
ესთეტიკური ცენტრის არომატიზაცია – ბრენდის განვითარების ხელოვნება

ესთეტიკური ცენტრის არომატიზაცია – ბრენდის განვითარების ხელოვნება

ესთეტიკური ცენტრის არომატიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მარკეტინგული გადაწყვეტილებაა. სასიამოვნო არომატი რუტინულ ვიზიტსაც კი დაუვიწყარ გამოცდილებად გარდაქმნის. შესაბამისად, ბიზნესის არომატიზაცია უზრუნველყოფს ლოიალური აუდიტორიის ჩამოყალიბებას, განმეორებითი ვიზიტების სიხშირეს და კომფორტული გარემოს შექმნას. ამის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს ცნობილი ბრენდი ”Aveda Institute“ და მის მიერ მიღწეული წარმატება. აღნიშნული კომპანიის სპა სალონების არომატიზაციისთვის როზმარინის და ბერგამოტის სურნელების დამამშვიდებელი ნაზავი გამოიყენეს. ამის დამსახურებით მათ ფილიალებში განმეორებითი ვიზიტების რიცხვი შესამჩნევად გაიზარდა. ამასთანავე, მნიშვნელოვნად ამაღლდა ბრენდის კონკურენტუნარიანობის დონეც. ბაზარზე, სადაც კომპანიები ძირითადად ერთნაირ სერვისებსა და ფასებს სთავაზობენ ვიზიტორებს, გამორჩეული სივრცის შექმნა და მულტი-სენსორული გამოცდილების შეთავაზება განსაკუთრებით მომგებიანია.

ესთეტიკური ცენტრის არომატიზაცია – საუკეთესო მარკეტინგული სვლა

ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის საშუალებასთან ერთად, ბიზნესის არომატიზაცია საკმაოდ ეფექტურ მარკეტინგულ ხელსაწყოსაც წარმოადგენს. “Journal of Marketing“-ის კვლევების მიხედვით, გასურნელებულ გარემოში მყოფ კლიენტებზე სალონის პროდუქტები და სერვისები ბევრად უფრო შთამბეჭდავ ზემოქმედებას ახდენს. აქედან გამომდინარე, მათ პრემიუმ მომსახურებით სარგებლობის და ძვირადღირებული პროდუქციის შეძენის სურვილი უძლიერდებათ. „International Journal of Marketing“-ის კვლევების თანახმად, ესთეტიკის ცენტრის არომატიზაცია ასევე მნიშვნელოვნად ზრდის ვიზიტორებისგან იმპულსური შენაძენის გაკეთებისა და დამატებითი სერვისების მოთხოვნის სურვილსაც. ეს ბრენდის შემოსავალზე საკმაოდ დიდ და პოზიტიურ გავლენას ახდენს.

სპა სალონის არომატიზაცია მულტი-სენსორული გამოცდილების შესაქმნელად

კომერციული სივრცის არომატიზაცია საკმაოდ მომგებიანია. თუმცა, აღნიშნული მეთოდის უპირატესობებით სარგებლობისთვის საჭიროა გამოიყენოთ ისეთი არომა დიფუზორი, რომელსაც მთელი სივრცის თანაბრად გასურნელება შეუძლია. „The University of Pennsylvania”-ის მკვლევრების დასკვნით, ჩვეულებრივი და გასურნელებული ბიზნესების შემოსავლის დონე საკმაოდ განსხვავდება. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ბიზნესის არომატიზაცია კონკურენტებზე საშუალოდ 20%-ით მეტი შემოსავლის მიღების გარანტიას წარმოადგენს. ესთეტიკურ სივრცეში სასიამოვნო არომატის გავრცელება ასევე უზრუნველყოფს ერთგული კლიენტების რაოდენობის ზრდას და ბრენდის იდენტობის უკეთ გამოკვეთას.

კალათა 0

თქვენი კალათა ცარიელია.

დაიწყეთ შოპინგი