არომა მარკეტინგი მაღაზიებისთვის

ადამიანურ შეგრძნებებს შორის ყნოსვა ერთ-ერთ ყველაზე დიდ და დასამახსოვრებელ გავლენას ახდენს როგორც ხასიათზე, ისე მეხსიერებაზე. საცალო გაყიდვების სფეროში მსგავსი თეორიული ცოდნა უკვე დიდი ხანია, რაც აკადემიურ ჰიპოტეზას გასცდა. მისი პრაქტიკული გამოყენების მეთოდები ბევრად უფრო შთამბეჭდავიც კი აღმოჩნდა. მაგალითად, „ნაიკის“ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებისა და უამრავი ჩატარებული კვლევის მიხედვით, საკმაოდ საინტერესო ფაქტები გამოვლინდა. მათ მაღაზიებს საინტერესო საერთო დეტალი აღმოაჩნდათ. აღნიშნული ბრენდის ფილიალებში გატარებული არომა მარკეტინგის კამპანიებმა შეძლეს ვიზიტორებისთვის დამახასიათებელი ქცევის რეორგანიზება. როგორც აღმოჩნდა, სასიამოვნო სურნელის მქონე სივრცეში მოხვედრისას, ადამიანებს ახალი ნივთის შეძენის სურვილი 80 პროცენტით უფრო უმძაფრდებათ. მსგავს მაგალითს იძლევა ისეთი ექსპერიმენტები, რომელთა მიხედვითაც ახლადმოხალული ყავის არომატის დახმარებით დაწესებულებებში ყავის გაყიდვა 300 პროცენტითაც კი გაიზარდა. შესაბამისად, უკვე ფაქტია, რომ სასიამოვნო სურნელი აუმჯობესებს როგორც მაღაზიაში ვიზიტორთა დაყოვნების დროს, ისე მათ მიერ შენაძენის გაკეთების სურვილის დონესაც. მაღაზიების არომატიზაცია მსგავსი აქცენტების გამოყენებით საკმაოდ მომგებიან პროექტად შეგიძლიათ აქციოთ.

არომა მარკეტინგის დამახასიათებელი პლიუსებისა და ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზებით კიდევ ერთი უპირატესობის მოპოვებაა შესაძლებელი. აღნიშნული ასპექტი მომხმარებელს დაეხმარება თქვენს ბრენდთან ემოციური კავშირის დამყარებაში. ეს გაზრდის როგორც კლიენტების ლოიალურობის დონეს, ასევე გაყიდვების ოდენობასაც. თქვენ მიერ შეძენილი მაღაზიის დიფუზორი პირდაპირ გაზრდის ვიზიტორების მიერ ინსტიქტის დონეზე მიღებული ყიდვის გადაწყვეტილების სიხშირესაც. სახასიათო ეთერზეთის შეძენა უამრავი განსხვავებული უპირატესობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. უბრალოდ საინტერესო არომატის ჩასუნთქვაც კი, ადამიანს ემოციურად ანდომებს ახალი გამოცდილების მიღებას. თანაც, მსგავს გარემოში შეფასებულ და შეძენილ პროდუქტებს ვიზიტორები აღიქვავენ როგორც უფრო ხარისხიანს და სანდოს. ამასთანავე, თქვენი ბრენდული მაღაზიის არომატიზაცია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფინანსურ უპირატესობას მოგანიჭებთ. ნაცნობი და სასიამოვნო არომატის მქონე გარემოში ვიზიტორი შედარებით უფრო მარტივად თანხმდება ნივთის ან სერვისის მაღალი საფასურის გადახდასაც. რაც მთავარია, არომა მარკეტინგი მაღაზიებისთვის უზრუნველყოფს ყველა ასეთი მომხმარებლისთვის ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, რომელიც მათ თქვენს მაღაზიაში დაბრუნებას კიდევ ბევრჯერ მოანდომებს.

სწორი ეთერზეთების ყიდვა და ხშირი გამოყენება დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი ინტერიერი უფრო გამორჩეული და დასამახსოვრებელი. მაგალითად, სავაჭრო ცენტრის სტუმრები უფრო მეტად იმ მაღაზიაში შესვლისკენ გადაიხრებიან, საიდანაც სასიამოვნო სურნელი მიიზიდავთ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანის მეხსიერებასთან ყველაზე ახლო კავშირი სწორედ სუნის შეგრძნებას აქვს. ასეთი უშუალო და ამასთანავე საკმაოდ ძლიერი აქცენტით სარგებლობა ნებისმიერი ბრენდისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც არის პოპულარული სურნელოვანი ჩხირები და სურნელოვანი სანთლები. მათთვის დამახასიათებელი ნაცნობი, ტკბილი სურნელის დახმარებით, ვიზიტორებს შეგიძლიათ შინაურულ გარემოში აგრძნობინოთ თავი. ამის დახმარებით, მათ უფრო დიდი ხნით გააჩერებთ თქვენი პროდუქტების გარემოცვაში და გასვლის შემდეგ პოზიტიურ განწყობასაც გააყოლებს. არომა მარკეტინგისა და მისი ტრენდების მიხედვით თქვენი მაღაზიის არომატიზაცია თანამშრომლების ხასიათზეც კი აისახება. პოზიტიურ განწყობაზე მყოფი პერსონალი ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება. თანაც, ეს ასევე მოახდენს თქვენი ბრენდის ასოცირებას დადებით გამოცდილებასთან და პოზიტიურ იმიჯთან. შესაბამისად, ბრენდის სივრცის არომატიზაცია საკმაოდ ბევრი დადებითი ასპექტის გასამძაფრებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

არომაკოს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც წარმატებით იყენებენ მათ ბრენდზე ინდივიდუალურად მორგებულ სურნელს:

"არომაკოს" და არომა მარკეტინგის უპირატესობები სხვადასხვა სფეროში