დაბრუნების პირობები

 

დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკა

შესავალი

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „არომაკო“-ს (ს/ნ: 400286800), (შემდგომში ყველგან მოხსენიებული როგორც „Aromaco“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ Aromaco-ს ვებ-გვერდის https://aromaco.ge გამოყენებას და წინამდებარე ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის ონლაინ შეძენას.


1. Aromaco-ს პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა

Aromaco-ს პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 30 (ოცდაათი) ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტი დააბრუნოთ უკან ან შეცვალოთ შეძენილი პროდუქტი წინამდებარე პოლიტიკის მე-2 მუხლის შესაბამისად. პროდუქტის ღირებულებაში იგულისხმება, მომხმარებლის მიერ პროდუქტის შესაძენად ფაქტობრივად გადახდილი თანხა და ფასდაკლების არსებობის შემთხვევაში საწყისი თანხა არ გაითვალისწინება.


2. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის წინაპირობები

2.1. პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა შესაძლებელია, მისი მიღებიდან/ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში თუ არსებობს წინამდებარე წესებით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები:

  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ აღწერილობას;

  • პროდუქტს აქვს აშკარა ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას დანიშნულებისამებრ;

  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

  • პროდუქტი შეძენილია დისტანციურად ან/და გარიგება დადებულია სარეწის გარეთ (ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს აქვს, პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის უფლება);

2.2. პოლიტიკის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.

2.3. მიწოდებული პროდუქტი არ ექვემდებარება დაბრუნება/შეცვლას თუ:

  • გასულია პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დადგენილი 14 (თოთხმეტი) კალენდარულ დღიანი ვადა;

  • პროდუქტის მიღების შემდგომ მომხმარებელმა გამოიყენა, დააზიანა, გაანადგურა ან სხვა ფორმით დაუკარგა პროდუქტს ჩვეულებრივი დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა;


3. პროდუქტის დაბრუნება/შეცვლის პროცედურა და წესები

3.1. მომხმარებელს უფლება აქვს მიღებული პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის მოთხოვნით, Aromaco-ს შეტყობინების სახით მიმართოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: support@aromaco.ge

3.2. მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის მოთხოვნის დაფიქსირებისას, განაცხადში უნდა მიეთითოს და თან დაერთოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტი:

  • რომელ შეძენილ პროდუქტზე ხორციელდება დაბრუნების მოთხოვნის დაფიქსირება;

  • თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

  • შეძენილი პროდუქტის ფოტოსურათი;

  • შეძენილი პროდუქციის შეკვეთის ნომერი;

  • მომხმარებლის სახელი და გვარი;

3.3. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის მოთხოვნის დაფიქსირების შემდგომ,

  • 1-ელ ეტაპზე Aromaco-ს მხარდაჭერის გუნდი 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდება მომხმარებელს და აცნობებს ექვემდებარება თუ არა შეძენილი პროდუქტი დაბრუნებას ან შეცვლას.

  • მე-2 ეტაპზე ხდება პროდუქტის Aromaco-ს ფილიალში ადგილზე მიტანა შესამოწმებლად, რისთვისაც მომხმარებელი ვალდებულია დასაბრუნებელი პროდუქტი მიიტანოს Aromaco-ს ფილიალში შემდეგ მისამართებზე:

    • ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას ქუჩა №70 (სითი მოლში არსებული Aromaco-ს სტენდი);

    • ქ. ბათუმი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა №6 (შოურუმი);

3.4. მომხმარებელი აბარებს დასაბრუნებელ პროდუქტს Aromaco-ს ფილიალში პირადად ან აგზავნის ფოსტის ან სხვა ნებისმიერი საკურიერო სერვისის საშუალებით, მას შემდეგ რაც Aromaco-ს საფორთი დაუდასტურებს მე-2 ეტაპზე პროდუქტის შესამოწმებლად დაშვებას. მომხმარებელი ვალდებულია Aromaco-ს საფორთის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს დასაბრუნებელი/შესაცვლელი პროდუქტი, რომლის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს შეტყობინების გაგზავნიდან 1 (ერთი) კალენდარულ დღეზე ნაკლები დრო.

3.5. დასაბრუნებელი/შესაცვლელი პროდუქტის შემოწმება ხდება Aromaco-ს ფილიალში წარდგენისას. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტთან ერთად წარადგინოს პროდუქტის საგარანტიო ფურცელი, ყუთი და მასში არსებული ყოველი ატრიბუტი. იმ შემთხვევაში თუ არსებობს წინამდებარე დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკის 2.1 პუნქტით გათვალიწინებული გარემოებები მოხმარებელს მიეცემა თანხმობა დაბრუნებაზე ან შეცვლაზე.

3.6. იმ შემთხევაში თუ მომხმარებლის მიერ წარდგენილი პროდუქტი ექვემდებარება დაბრუნებას, თანხის უკან დაბრუნება მოხდება შემდეგი სახით:

  • 3.6.1. პროდუქტის შეძენისას მომხმარებლის მიერ თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხა მომხმარებელს უბრუნდება შესაბამისი დაბრუნების დასტურის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.

  • 3.6.2. პროდუქტის განვადებით ნასყიდობის შემთხვევაში, ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება უქმდება და გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომხმარებელს უბრუნდება შესაბამისი დაბრუნების დასტურის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.

3.7. Aromaco-ს მიერ მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება იმავე საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით, რომლითაც მომხმარებელმა განახორციელა ტრანზაქცია.

3.8. იმ შემთხევაში თუ მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას, Aromaco უგზავნის ან სხვა ნებისმიერი ფორმით გადაცემს მომხმარებელს შეცვლილ პროდუქტს მომხმარებლის მიერ შესაცვლელი პროდუქტის დაბრუნებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.

3.9. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა ავტომატურად იწვევს მომხმარებლის გამოსვლას დამხმარე ხელშეკრულებიდან და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

3.10. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე - https://aromaco.ge-ზე შესვლით და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.