სურნელს ძლიერი გავლენა აქვს ადამიანების ქცევასა და ემოციებზე. შესაბამისად, ტურისტული სააგენტოს არომატიზაცია საკმაოდ ჭკვიანურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ცნობილი ტურისტული კომპანია „Kuoni”-ის გამოცდილება ამის შესანიშნავი მაგალითია. აღნიშნული ბრენდის ოფისების გასურნელებისთვის ზღვის ჰაერის და ქოქოსის არომატები გამოიყენეს. ამან ვიზიტორებს შესამჩნევად გაუმძაფრა ტროპიკულ გარემოში გამგზავრების სურვილი და კომპანიის გაყიდვების რაოდენობა 20%-ით გაზარდა. არომა მარკეტინგის ეს შესანიშნავი პროექტი იმაზე მეტყველებს, რომ სასიამოვნო სურნელის მქონე სივრცეში მოხვედრილი კლიენტები ბევრად უფრო მეტად ენდობიან ტურისტულ კომპანიას, თვითონ ბრენდს კი პოზიტიურ ემოციებთან და გამოცდილებასთან აიგივებენ.
ტურისტული სააგენტოს ოფისის არომატიზაცია – პროდუქტიულობის გარანტია
არომა მარკეტინგი და ოფისის არომატიზაცია ტურისტული სააგენტოებისთვის უფრო მეტია, ვიდრე შემოსავლის გაზრდის გარანტია. სწორად შერჩეული არომატი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თანამშრომლების ხასიათს, პროდუქტიულობასა და მოტივაციას. ამის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს ცნობილი ტურისტული კომპანია „TUI” და მის მიერ შერჩეული სურნელები ოფისის არომატიზაციისთვის. მათი სამუშაო სივრცე ლავანდის და ევკალიპტის არომატების დამსახურებით ჯანსაღ, თუმცა ამასთანავე განმტვირთავ გარემოდ გარდაიქმნა. აღნიშნული ეფექტის შედეგად, კომპანიის პერსონალის პროდუქტიულობის დონე 15%-ით გაიზარდა. სასიამოვნო გარემოში მომუშავე ადამიანები უფრო მეტი ენთუზიაზმითა და პოზიტიური განწყობით გამოირჩევიან, რაც კლიენტებთან წარმატებული თანამშრომლობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
ოფისების არომატიზაცია ბრენდის პოპულარობის გასაზრდელად
„Scent Marketing Institute“-ის კვლევების მიხედვით, ემოციების 75%-ს სწორედ სურნელი იწვევს. ამ უნიკალური ეფექტის დახმარებით, ტურისტული კომპანია „Thomas Cook“ სწრაფად და ეფექტურად იქცა ტურისტულ სააგენტოებს შორის ერთ-ერთ წამყვან ბრენდად. მათი სივრცის არომატიზაციისთვის მზიანი სანაპიროებისა და ოკეანის სურნელი გამოიყენეს. ბრენდის იდენტობაც სწორედ ასეთ სასიამოვნო არომატებთან გაიგივდა, რამაც კომპანიის კონკურენტუნარიანობა და ლოიალური კლიენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ამასთანავე, „Journal of Consumer Marketing“-ის კვლევების მიხედვით, გასურნელებული სივრცე ვიზიტორებს 14.8%-ით უფრო მეტად ანდომებს შენაძენის გაკეთებას. ტურისტული სააგენტოების ოფისისთვის ეს განსაკუთრებით სასარგებლო ეფექტს წარმოადგენს.