არომა მარკეტინგი ბანკებისთვის
თანამედროვე სამყაროში საფინანსო სექტორო მხოლოდ რიცხვებს, ბალანსებსა და ტრანზაქციებს არ მოიცავს. აღნიშნულ სფეროში სანდოობის, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების ტენდენციამ წინა ფონზე გადმოიწია. არომა მარკეტინგი ბანკისთვის სწორედ ამ ორი განსხვავებული ასპექტის იდეალურად და მარტივად შერწყმას უზრუნველყოფს. ფართო საზოგადოებისთვის ბანკში სტუმრობა, ფინანსური კონსულტაციები და მსგავსი პროცესები კვლავ რუტინულ, დამღლელ პროცესებს წარმოადგენს. როდესაც ჩაუღრმავდებით აღნიშნულ დილემას, თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ სანდო დამოკიდებულებებისა და ლოიალური კავშირების ჩამოყალიბების გზაც. ამაში სწორედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი ადამიანური შეგრძნება დაგეხმარებათ. ყნოსვით მიღებული ინფორმაცია პირდაპირ ტვინის ემოციურ ცენტრს გადაეცემა. სწორედ ამიტომ შეუძლია სასიამოვნო არომატს მოგონებებსა და ემოციებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა. შესაბამისად, ბანკის არომატიზაცია და არომა მარკეტინგი ვიზიტორების ქცევასა და ხასიათზე ბევრად უფრო უკეთესი ზეგავლენის მოსახდენად შეგიძლიათ გამოიყენოთ. აღსანიშნავია, რომ სტუმარს ბანკში შესვლისთანავე ექმნება პირველი შთაბეჭდილება.
სასიამოვნო, პოზიტიური არომატით სავსე სივრცეში მოხვედრისას კლიენტს დასამახსოვრებელი, უნიკალური შთაბეჭდილება შეგიძლიათ შეუქმნათ. ფამილიარული და სახასიათო ეთერზეთების ყიდვა ვიზიტორებისთვის შინაურული, კომფორტული გარემოს შექმნის შესაძლებლობას მოგცემთ. აღნიშნული ასპექტის დახმარებით მათ გაუმარტივებთ ასევე ბრენდთან ემოციური კავშირის გაბმასა და ლოიალური დამოკიდებულების გამძაფრებას. ბანკის არომატიზაცია და მასტიმულირებელი სურნელის მქონე ეთერზეთის ყიდვა თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნასაც უზრუნველყოფს. არომა მარკეტინგის დამსახურებით ბანკში მომუშავე პერსონალი უფრო ენერგიული და პოზიტიური იქნება. ასევე შემცირდება მათი სტრესის დონეც. ეს პირდაპირ აისახება მათ პროდუქტიულობაზე და ბანკის სტუმრებისთვის დადებითი გამოცდილების შექმნასაც უზრუნველყოფს. თანამედროვე კორპორატიულ სამყაროში სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული სერვისები და მომსახურება ხშირად ერთმანეთთან იკვეთება. ასეთი ტენდენციებით გაჯერებულ ბაზარზე პოზიტიურად განწყობილი პერსონალის ყოლა მართლაც საკმაოდ დიდ უპირატესობას შეგიქმნით თქვენს კონკურენტებთან მიმართებაში.
სწორედ ამის შესანიშნავ მაგალითია ევროპის ერთ-ერთი ცნობილი ბანკის გამოცდილებაც. ცნობილი საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბანკის მთავარი ფილიალები ლავანდას ეთერზეთის გამოყენებით გაასურნელეს. დამამშვიდებელი არომატის დამსახურებით კლიენტები ბევრად უფრო პოზიტიური დამოკიდებულებით განეწყვნენ ბრენდის მიმართ. სწორად შერჩეული საფირმო სურნელის დახმარებით ყველა ფილიალში ასევე გაუმჯობესდა თანამშრომლების განწყობა და პროდუქტიულობა. მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული კვლევის მიხედვით, ბანკის გასურნელების შედეგად გაიზარდა რეგულარული კლიენტების რაოდენობაც. არომა მარკეტინგის მიერ შემოთავაზებული უპირატესობებით სარგებლობისთვის საჭიროა მაღალი ხარისხის დიფუზერის ყიდვა. ასევე აუცილებელია შეარჩიოთ ისეთი საფირმო სურნელი, რომელიც თქვენი ბრენდის იმიჯსა და კლიენტების დემოგრაფიას შეეფერება. ციფრული ტექნოლოგიებისა და სამყაროს განვითარებასთან ერთად საბანკო მომსახურების სტილიც იცვლება. თუმცა, კლიენტებისთვის კომფორტული ინტერიერის შექმნა მაინც მნიშვნელოვან ასპექტად ითვლება. არომა მარკეტინგი სწორედ აღნიშნული კომპონენტის გაუმჯობესებას და თქვენი ბრენდის კონკურენტუნარიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.
არომაკოს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც წარმატებით იყენებენ მათ ბრენდზე ინდივიდუალურად მორგებულ სურნელს: