მიწოდების პირობები



საკურიერო მომსახურების პირობები 

შეკვეთის მიწოდების პროცესი იწყება და ხორციელდება წარმატებული გადახდის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული საკურიერო მომსახურების მეთოდით დადგენილ ვადებში. მომხმარებელი ვალდებულია, გადახდის დადასტურებამდე, ზუსტად გაეცნოს არჩეული მიწოდების მეთოდის ვადებსა და საფასურს.

კალათის საფასურის მიუხედავად, უფასო მიწოდების სერვისი არ ვრცელდება ისეთ შეკვეთებზე, რომლის გაფორმების დროსაც მომხმარებელი საქალაქთაშორისო მიწოდების ფასიან სერვისს აირჩევს.  

საქალაქთაშორისო ფასიანი მიწოდების სერვისის არჩევა შესაძლოა საჭირო გახდეს მაშინ, როდესაც მომხმარებლის მიერ კალათაში მოთავსებული პროდუქტების სრული ოდენობა ერთი და იგივე ქალაქის საწყობში არ იმყოფება. 

საქალაქთაშორისო, ფასიანი მიწოდების სერვისის გამოყენებას მომხმარებელი ეთანხმება საკუთარი ნებით, გადახდის გვერდზე ფასიანი მიწოდების სერვისის მონიშვნით ან/და აღნიშნული მიწოდების სერვისის განსხვავებული საფასურის გადახდის დადასტურებით.

კომპანია მომხარებელს მიაწვდის ნივთს იმ მისამართზე, რომელსაც მომხარებელი შეკვეთის დროს მიუთითებს;

არასრული საკონტაქტო ინფორმაციის, არაზუსტი მისამართის და მიწოდების ინსტრუქციების არარსებობის შემთხვევაში, ნივთის მიწოდების შეფერხებაზე/შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.