არომა მარკეტინგი სასტუმროებისთვის

თანამედროვე სამყაროში გლობალიზაციის ტემპის ზრდა სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. მსგავს ტენდენციას განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა აქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებაზე. აღნიშნულ სფეროში კონკურენციის დონე რეკორდულ ნიშნულებს აღწევს, რის გამოც ბაზარზე თქვენი ბრენდის სწორად პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი სტუმრების მოსაზიდად და მათი ერთგულების შესანარჩუნებლად უამრავი ეფექტური ხერხის გამოყენებაა აუცილებელი. ელეგანტური ინტერიერი და ხარისხიანი მომსახურების სერვისი მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოადგენს, თუმცა მათთან ერთად ასევე საჭიროა სასტუმროს სპეფიციური იდენტობის წარმოჩენაც. სწორედ მსგავსი ღირებულებების გამოსავლენად გამოიყენება არომა მარკეტინგი სასტუმროს სივრცეში. ინდივიდუალური სპეციფიკით შერჩეული არომატი უზრუნველყოფს როგორც სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას, ასევე მათთვის ბრენდის ფასეულობების გაცნობასაც. სასტუმროს არომატიზაცია უზრუნველყოფს სტუმრებისთვის საუკეთესო პირველი შთაბეჭდილების შექმნას. რაც მთავარია, თქვენ შეგიძლიათ აღნიშნული გამოცდილების ხასიათის სრული კონტროლი. ეთერზეთების მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას გაძლევთ კონკრეტული სურნელის დახმარებით სტუმრებზე სხვადასხვა ტიპის ზეგავლენა მოახდინოთ.

მაგალითად, შედარებით უფრო ელეგანტური, ნაზი ეთერზეთებით სასტუმროს არომატიზაცია დაგეხმარებათ ფოიეში უკეთ გამოკვეთოთ ფუფუნების წარმომჩენი დეტალები. აღნიშნული აქცენტით მარტივად იქნება შესაძლებელი ბრენდის იმ უპირატესობებისა და ღირებულებების წინა ფონზე წამოწევა, რომელთა საშუალებითაც თქვენი კომპანია სხვებისგან გამორჩეული და შედარებით მაღლა მდგომია. ასევე აღსანიშნავია, რომ დამსვენებლები თქვენი სივრცის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში 65 პროცენტიანი სიზუსტით ახერხებენ სურნელის გახსენებას. შესაბამისად, რაც უფრო ხარისხიან და ელეგანტურ მოგონებებს გააყოლებთ მათ თქვენი სივრციდან, მით უფრო მეტი იქნება მათი დაბრუნებისა და ბრენდის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბების შანსიც. სასტუმროს სერვისით მოსარგებლე სეგმენტი ასევე გამოირჩევა სხვებისთვის სასიამოვნო შთაბეჭდილებების გაზიარების ჩვევითაც. შესაბამისად, არომა მარკეტინგი და სასტუმროს არომატიზაცია ეთერზეთებით მარტივად შეიძლება იქცეს ისეთ გრძელვადიან მარკეტინგულ კამპანიად, რომელიც თქვენი ბრენდის ღირებულებებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გააზიარებს მთელი წლის განმავლობაში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სასტუმროების მომხმარებელთა დაახლოებით 40% კორპორატიული სტუმრებისგან შედგება.

ისეთი ადამიანები, რომლებიც ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების გამო მოგზაურობენ, როგორც წესი წელიწადში რამდენჯერმე რჩებიან სხვადასხვა სასტუმროში. შესაბამისად, არომა მარკეტინგის უპირატესობები და სასტუმროს სივრცეების არომატიზაცია სწორედ ასეთი სტუმრების ლოიალურ კლიენტებად გარდაქმნაში შეგიწყობთ ხელს. ხშირ შემთხვევაში ასეთი წარმატებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გაბმა თქვენს ბრენდს შეიძლება დაეხმაროს მომგებიანი და ოფიციალური თანამშრომლობის წამოწყებაში ისეთ კომპანიებთანაც, რომლებიც საკუთარი პერსონალის მოგზაურობას უზრუნველყოფენ და აფინანსებენ. თანამედროვე კვლევების მიხედვით სასტუმროს სტუმრების 91% აღიარებს, რომ ბრენდის შესახებ ჩამოყალიბებული შთაბეჭდილებების ფორმირების პროცესში სურნელს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. შესაბამისად, თქვენი სასტუმროს არომატიზაცია დამამშვიდებელი და სასიამოვნო ეთერზეთებით მარტივად უზრუნველყოფს კლიენტების თვალში საერთო მომსახურების დონის უფრო სოლიდურად წარმოჩენას. გემოვნებიანად გასურნელებულ გარემოში მოხვედრილი სტუმრები ხშირად აღარ აქცევენ ყურადღებას ისეთ გაუთვალისწინებელ ელემენტებსაც, როგორიც შეიძლება გრძელი რიგი ან ოდნავ შეფერხებით მომუშავე ოთახის მომსახურების სერვისი იყოს.

მსგავსი პოზიტიური გავლენით სარგებლობა განსაკუთრებით მომგებიანია მაშინ, როდესაც თქვენი ბრენდის რამდენიმე ფილიალში ერთნაირი, მაღალი ხარისხის გარემოს შენარჩუნებაზე გიწევთ ზრუნვა. ვესტიბიულის არომატიზაცია ნაცნობი, სასიამოვნო სურნელით დაგეხმარებათ სტუმრებს შეუქმნათ ფამილიარული და პოზიტიური განწყობა მიუხედავად იმისა, ისინი თბილისში ეწვევიან თქვენს სასტუმროს თუ ბათუმის ფილიალს ესტუმრებიან. სტანდარტული, გამორჩეული არომატის დახმარებით მათ ნებისმიერ ლოკაციაზე ერთნაირი, დადებითი ასოციაცია შეუნარჩუნდებათ თქვენი სივრცის მიმართ. ორიგინალური ლოგოს ვიზუალის მსგავსად, თქვენი სასტუმროს იმიჯზე მორგებული სურნელიც ასე მარტივად და წარმატებით შეიძლება იქცეს ბრენდის ცნობადობისა და სოლიდურობის განმსაზღვრელ ელემენტად. ეს განსაკუთრებით გამოსადეგი აქცენტი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე სპა ცენტრის არომატიზაცია დაგჭირდებათ. სასტუმროს ლობის არომატიზაცია უზრუნველყოფს იმ აქცენტების გამოკვეთას, რომელიც კომპანიის ისტორიისა და იმიჯის განუყოფელ და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამის დახმარებით შესაძლებელია როგორც ლოიალობის შეგრძნების გამკვეთრება, ისე სასტუმროში უფრო ხანგრძლივად დარჩენის სურვილის გამძაფრებაც.

ნაცნობ, სასიამოვნო გარემოში მოხვედრილი ადამიანი ბევრად უფრო მოტივირებულია და სასტუმროს ბარსა თუ რესტორანსაც უფრო ხშირად სტუმრობს. მსგავსი სივრცეები, სადაც ვიზიტორები დიდ დროს ატარებენ განტვირთვისა და გემრიელი კერძების მირთმევისთვის, სასტუმროს შემოსავალზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ. ასეთი ტიპის მოგების გაზრდას რესტორნის არომატიზაცია მართლაც საკმაოდ ეფექტურად უზრუნველყოფს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ეფექტური გასტრონომიული სურნელები, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაზრდის სტუმრების მადას და კერძების მირთმევით მიღებულ სიამოვნებასაც. არომა მარკეტინგის ელემენტებით სასტუმროს ღირებულების გაზრდა საკმაოდ ჭკვიანური, თუმცა კომპლექსური საკითხია. პირველ რიგში საჭიროა შეარჩიოთ ისეთი სურნელი, რომელიც თქვენი ბრენდის მთავარ სათქმელს ზუსტად გადმოსცემს. საბედნიეროდ მრავალფეროვანი კატალოგის მქონე ეთერზეთების მაღაზია ამ საკითხის მარტივად გადაჭრის საშუალებას გთავაზობთ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია თქვენი სივრცის ზომა, კარის ღია ან დახურულ მდგომარეობაში დატოვების სიხშირე, ინტერიერის ფერების პალიტრა და რაც მთავარია, სასტუმროს სივრცის არომატიზაციისთვის გამოყენებული ელემენტები.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მნიშვნელოვან ელემენტად ითვლება სასტუმროს მისაღები სივრცის გასურნელება. შენობის ერთ სივრცეში უფრო მძაფრი, ხოლო მეორე სივრცეში შედარებით სუსტი სურნელის არსებობა მიუღებელია. ეს ვიზიტორებს საკმარისად ვერ გაუმძაფრებს ემოციურ კავშირს თქვენი ბრენდის მიმართ. მაგალითად, სურნელოვანი სანთლების ყიდვა მსგავსი ეფექტის მისაღებად საკმარისი არაა. შესაბამისად, სახლის ან სასტუმროს გამასურნელებელი აპარატის ყიდვა ასეთ დროს ყველაზე მეტად გამოგადგებათ. მათთან ერთად ხარისხიანი ეთერზეთების შეძენა და გამოყენება ასევე ბევრად უფრო გამარტივდება. თანაც, ასეთი ეფექტური სისტემის გამოყენებისას ადვილად შეძლებთ მოარგოთ თქვენი სასტუმროს სივრცის სურნელი ნებისმიერ სეზონსა თუ ღონისძიებას. არომა მარკეტინგის უნიკალური აქცენტებით შესაძლებელია ნებისმიერი ტიპისა და ხასიათის ბრენდისთვის უფრო სოლიდური იმიჯის მორგება. დიფუზორით სასტუმროს გასურნელება უზრუნველყოფს მის პოპულარიზაციას როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც. არომაკოს გამასურნელებელი აპარატები სწორედ ასეთ ელეგანტურ, საჭირო და სასიამოვნო გამოცდილებას შეუქმნიან თქვენი სასტუმროს ვიზიტორებს.

არომაკოს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც წარმატებით იყენებენ მათ ბრენდზე ინდივიდუალურად მორგებულ სურნელს:

"არომაკოს" და არომა მარკეტინგის უპირატესობები სხვადასხვა სფეროში