არომა მარკეტინგი კლინიკებისთვის
სამკურნალო დაწესებულებების ხარისხი მნიშვნელოვნად აისახება როგორც საზოგადოების, ისე ინდივიდუალების ცხოვრების წესზე. მშვიდი, ჯანსაღი ყოველდღიურობის ჩამოყალიბება უფრო მარტივია მაშინ, როდესაც ადამიანებს კლინიკაში ვიზიტი ზედმეტად არ ეძნელებათ. ექიმთან სტუმრობის საჭიროება ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მაღალ სტრესთანაა დაკავშირებული. სწორედ ამის გამოა საჭირო პოტენციურ პაციენტებს მაქსიმალურად მეგობრული, კომფორტული და მშვიდი გარემო დაახვედროთ. სამედიცინო სფეროს კომფორტის სტანდარტებზე საუბრისას ყოველთვის მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება გარემოს სისუფთავეზეც. შესაბამისად, საავადმყოფოს უსიამოვნო სუნის გაქრობა საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ნებისმიერი პროფილისა თუ დანიშნულების მქონე დაწესებულებისათვის. არომა მარკეტინგი სამედიცინო სფეროში უკვე დიდი ხანია, რაც მნიშვნელოვან სტატუსს ატარებს. მისი დახმარებით როგორც ექიმებს, ისე კლინიკის ხელმძღვანელებს საკმაოდ უმარტივდებათ ვიზიტორების მდგომარეობის გაუმჯობესება. დამშვიდებული, სტრესისგან განთავისუფლებული პაციენტის მკურნალობა ბევრად უფრო მარტივი და ეფექტურია. აქედან გამომდინარე, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გარდა აუცილებელია კლინიკის სტუმრებისთვის პოზიტიური, ფამილიარული გარემოს შექმნაც.
სწორად შერჩეული ეთერზეთების ყიდვა დაგეხმარებათ ასაკოვანი პაციენტების ყოველდღიურობის გაუმჯობესებაშიც. მაგალითად, გასტრონომიული სურნელის საშუალებით შეძლებთ გაამძაფროთ მათი მადა და აქტივობების შესრულების მოტივაცია. ასევე აღსანიშნავია, რომ კლინიკაში პირველად შესვლისას ცუდი სურნელის შეგრძნება პაციენტებს ურთულებს საერთო გამოცდილებისა და ვიზიტის პოზიტიურად აღქმას. მსგავსი უარყოფითი ეფექტის თავიდან აცილება საკმაოდ მნიშვნელოვანია სპეციფიური პროფილის მქონე დაწესებულებებში. მაგალითად, სტომატოლოგიური კლინიკის არომატიზაცია სწორედ აღნიშნული ეფექტის გამოა სასარგებლო და აუცილებელიც კი. სამედიცინო სფერო საკმაოდ სწრაფად ვითარდება. არომა მარკეტინგი მაღალი ხარისხის დიფუზერი კლინიკისთვის კონკურენტუნარიანი რეპუტაციის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. შესაბამისი მოწყობილობის დაყენების შემთხვევაში ასევე აუცილებელი იქნება სწორი სურნელოვანი ზეთების ყიდვა. აღნიშნული კომბინაციის დახმარებით თქვენ შექმნით პაციენტებისთვის გამორჩეულ, დასამახსოვრებელ და კომფორტულ გარემოს. ასეთი დამაკმაყოფილებელი და პოზიტიური გამოცდილების მიღება ასევე გამოიწვევს თქვენი ექიმების მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გაზრდასაც. სამედიცინო სივრცის არომატიზაცია უზრუნველყოფს ასევე სტრესის და ნეგატიური დამოკიდებულების განეიტრალებასაც.
თანამედროვე კვლევების მიხედვით, პროცედურების დროს ვანილის ეთერზეთი და მისი სურნელი პაციენტებს 63 პროცენტით უმცირებს შფოთვებსა და სტრესს. ვანილის ზეთი ოპერაციის მოლოდინში მყოფ ადამიანებს იდეალურად დაეხმარა სიმშვიდის შენარჩუნებაში და მან ასევე პოზიტიური გავლენა მოახდინა სტომატოლოგიური პროცედურის მონაწილეების ხასიათზეც. ზოგადად, დადებითი და უარყოფითი ემოციების 75 პროცენტზე გავლენას სწორედ სუნის შეგრძნება განაპირობებს. შესაბამისად, როდესაც კლინიკის არომატიზაცია სრულიად გააქრობს უსიამოვნო სურნელს და ჰაერს პოზიტიურად დამმუხტავი ელემენტებით აავსებს, მაშინ ვიზიტორებზე გარანტირებულად დადებით შთაბეჭდილებას დატოვებთ. ეს მათ ლოიალურობას უზრუნველყოფს ბრენდის მიმართ და ამასთანავე, ექიმთან დანიშნული შეხვედრების გაუქმებასაც აგარიდებთ თავიდან.
არომაკოს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც წარმატებით იყენებენ მათ ბრენდზე ინდივიდუალურად მორგებულ სურნელს: