თანამედროვე ბიზნესის სამყარო მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა. შესაბამისად, ბრენდის ეფექტური განვითარებისთვის აუცილებელია ისეთი ინოვაციური ელემენტების გამოყენება, როგორსაც სივრცის არომატიზაცია წარმოადგენს. ეს თანამედროვე სტრატეგია და ზოგადად არომა მარკეტინგი ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობ ასპექტად ითვლება. შესაბამისად, ბიზნესის არომატიზაცია თქვენს სექტორში უდიდესი უპირატესობის მოსაპოვებლად შეიძლება გამოიყენოთ. ამისათვის საჭიროა, რომ დროულად შეარჩიოთ სასურველი სურნელოვანი ეთერზეთები და თქვენი კომერციული სივრცის შესაბამისი არომა დიფუზორი. საბედნიეროდ, თანამედროვე ბაზარი მათ მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ და კომერციული სივრცის არომატიზაცია უკვე საკმაოდ მოხერხებულ პროცესს წარმოადგენს. მისი დამსახურებით შესაძლებელია ბრენდის ცნობადობის, გაყიდვების რაოდენობისა და ლოიალური კლიენტების აუდიტორიის გაზრდა. გასურნელებულ სივრცეში ვიზიტორები უფრო დიდი ხნით ჩერდებიან. „Nike”-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ასევე გაირკვა, რომ სივრცის არომატიზაცია ვიზიტორების მიერ შენაძენის გაკეთების სურვილს 80%-ით ამძაფრებს.
არომატიზაცია ბიზნესის შემოსავლისა და ცნობადობის გასაზრდელად
საცალო გაყიდვების სფეროში არომატიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა ბრენდის ეფექტურად განსავითარებლად. “Samsung”-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გასურნელებულ მაღაზიაში ვიზიტორები 26%-ით უფრო მეტ დროს ატარებენ, რაც პირდაპირ ახდენს გავლენას გაყიდვების რაოდენობის გაზრდაზე. რაც უფრო დიდ დროს ატარებს მომხმარებელი დახლებს შორის, მით უფრო მეტად იზრდება მის მიერ იმპულსური შენაძენის გაკეთების შანსი. შესაბამისად, მაღაზიის არომატიზაცია ყოველ ვიზიტორს უფრო მეტი პროდუქტის დათვალიერების და უფრო მეტი თანხის დახარჯვის სურვილს უჩენს.
რესტორნის არომატიზაცია ასევე საკმაოდ ეფექტურ სტრატეგიას წარმოადგენს. არომა დიფუზორი და გასტრონომიული გარემოს შესაფერისი არომატები უნიკალური გარემოს შექმნის საშუალებას იძლევა. ვიზიტორები გასურნელებულ რესტორანში 15%-ით უფრო მეტი ხნით ჩერდებიან და 25%-ით მეტ თანხას ხარჯავენ სასმელებზე. ამასთანავე, არომატიზაცია დესერტების გაყიდვისგან მიღებულ შემოსავალსაც 23%-ით აუმჯობესებს. მსგავსი ეფექტის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს „Starbucks“-ის სივრცეებში გავრცელებული ყავის არომატები. მათი დამსახურებით, ვიზიტორები ბევრად უფრო დიდ დროს ატარებენ კაფეში და შესაბამისად უფრო მეტ თანხასაც ხარჯავენ. ევროპულ რესტორანში ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ არომატიზაციის დამსახურებით ბრენდის შემოსავალი საშუალოდ 20%-ით იზრდება და ასევე მნიშვნელოვნად მატულობს ლოიალური მომხმარებლების რაოდენობაც.
არომატიზაციის სერვისი და არომატიზაციის სისტემები სასტუმროსთვის
არომა მარკეტინგი და არომატიზაციის სერვისი სასტუმროს სექტორშიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. ამის შესანიშნავ მაგალითს „The Ritz-Carlton“-ის მიერ შექმნილი საფირმო სურნელი „Fresh Meadow“ და მის მიერ გაზრდილი ბრენდის ცნობადობა წარმოადგენს. “American Hotel & Lodging Association”-ის კვლევის თანახმად, არომატიზაცია სასტუმროში განმეორებითი ვიზიტების რაოდენობას 20%-ით ზრდის. ამასთანავე, „Global Wellness Institute“-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ სასტუმროების შემოსავალი არომატიზაციის დამსახურებით საშუალოდ 20%-ით მატულობს. აღსანიშნავია, რომ სასიამოვნო არომატებით გასურნელებულ სასტუმროში ვიზიტორები ასევე უფრო ხშირად იყენებენ პრემიუმ სერვისებს და მომსახურებას.
##products-here##
ბიზნესის არომატიზაცია კომფორტული გარემოს შექმნასთან ერთად, ბრენდის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდასაც უზრუნველყოფს. მსგავსი პოზიტიური ეფექტების გავლენა მნიშვნელოვნად იგრძნობა კომპანიის შემოსავლის დონეზეც. „International Journal of Marketing“-ის კვლევის თანახმად, კომერციული სივრცეების გასურნელების შემდეგ, ბიზნესის შემოსავალი საშუალოდ 11%-ით მატულობს. შესაბამისად, არომატიზაცია ლოიალური აუდიტორიის გაფართოების და ბიზნესის ეფექტურად განვითარების ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ გზას წარმოადგენს თანამედროვე ბაზარზე.