არომატიზაცია Airbnb-ის და booking.com-ის ჰოსტების წარმატებისთვის – Aromaco შინაარსზე გადასვლა

აქციის დასრულებამდე დარჩა

დღე
საათი
წუთი
წამი
არომატიზაცია Airbnb-ის და booking.com-ის ჰოსტების წარმატებისთვის

არომატიზაცია Airbnb-ის და booking.com-ის ჰოსტების წარმატებისთვის

Airbnb და Booking.com – ბიზნესის არომატიზაციის უპირატესობები

სტუმართმოყვარეობა უფრო მეტია, ვიდრე სტუმრებისთვის კომფორტული საწოლის და სუფთა გარემოს დახვედრება. არომა მარკეტინგი სწორედ იმ დამატებით ხელსაწყოს წარმოადგენს, რომლის გამოყენებითაც ჰოსტელებისა და Airbnb-ს მფლობელებს ბევრად უფრო შთამბეჭდავი გარემოს შექმნა შეუძლიათ. გასაქირავებელი სივრცის არომატიზაცია საკმაოდ უნიკალური უპირატესობებით გამოირჩევა. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ სტუმრებისთვის გამორჩეული განწყობის შექმნა და  მათ ქცევაზე გავლენის მოხდენაც კი. ყნოსვის შეგრძნება ასევე პირდაპირ კავშირშია ტვინის იმ რეგიონებთან, რომელიც ემოციებსა და მეხსიერებაზე აგებს პასუხს. შესაბამისად, სასიამოვნო არომატებით გასურნელებული ოთახები თითოეულ ვიზიტორს პოზიტიურად და დიდი ხნით დაამახსოვრებს თქვენს სივრცეს. ამასთანავე, უცხო გარემოში მოხვედრილი მოგზაურებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხო და შინაურული საცხოვრებელი ადგილის პოვნა. სურნელოვანი ეთერზეთებით Airbnb-ის ბინების არომატიზაცია სწორედ ასეთი თბილი, მეგობრული და კომფორტული სივრცის შექმნას უზრუნველყოფს. ზღურბლზე გადმობიჯებისთანავე ასეთი სიმშვიდის განცდა სტუმრებს თქვენი ბრენდის მიმართაც გაუჩენს პოზიტიურ დამოკიდებულებას და ლოიალურ ვიზიტორადაც აქცევს.

Airbnb-ის ბინების სივრცე საშუალოდ 50 კვადრატულ მეტრს აღწევს. მსგავსი ტიპის და სიდიდის გარემოში რამდენიმე ორიგინალური პროდუქტის საშუალებითაა შესაძლებელი სასიამოვნო და შთამბეჭდავი სურნელის გავრცელება. სახლის შესასვლელის არომატიზაცია მართლაც საკმაოდ შესამჩნევ უპირატესობას მოგანიჭებთ ტურისტების თვალში. გრძელი, ხმაურიანი და დამღლელი მოგზაურობის შემდეგ ისინი ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე იგრძნობენ თავს მშვიდად და კომფორტულად. მსგავსი პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად ეს ორიგინალური პროდუქტები შეგიძლიათ გამოიყენოთ:

 

გასაქირავებელი სივრცის არომატიზაცია უზრუნველყოფს პოზიტიური შეფასების მიღებას და სუპერჰოსტის სტატუსის მოპოვებას

 

სასტუმროებისა და ჰოსტელების სექტორი ზედმეტად გადატვირთულია. არომა მარკეტინგი Airbnb-ის ბინებისთვის სწორედ ის დამატებითი უპირატესობაა, რომელიც კონკურენტუნარიან ბაზარზე თქვენი ბრენდის იდენტობის გამოსაკვეთად გამოგადგებათ. ამასთანავე, სენსორული ბრენდინგის მაღალი ეფექტურობა გარანტირებულია ნებისმიერი ტიპის სტუმრებისა თუ ტურისტების კატეგორიისთვის განკუთვნილ სივრცეებში. Airbnb-ის ბინის არომატიზაცია ასევე უზრუნველყოფს ყველანაირი უსიამოვნო სურნელის გაქრობას, რაც საერთო სივრცეებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუმცა, არომატის უნიკალური ეფექტებით სარგებლობისთვის აუცილებელია სწორი სურნელოვანი ზეთების ყიდვა. მაგალითად, სურნელოვანი ზეთების ონლაინ მაღაზია როგორც წესი გთავაზობთ ყვავილოვანი, ენერგიული და ტკბილი არომატების ფართო არჩევანს. შესაფერისი ნოტების მქონე არომატული ზეთების ყიდვა დამოკიდებულია თქვენი პოტენციური ვიზიტორების დემოგრაფიასა და სხვა მსგავს მახასიათებლებზე.

რა უწყობს ხელს Super Host სტატუსის მოპოვებას

ახალგაზრდა სტუმრებისთვის განკუთვნილ სივრცეში იდეალურია ენერგიული, ციტრუსოვანი სურნელების გავრცელება. შედარებით უფრო ძვირადღირებული Airbnb-ის ბინებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი დახვეწილი და ნაზი  ხის არომატები, როგორსაც მაგალითად კედარის ხის ეთერზეთი გთავაზობთ. ყვავილოვანი აქცენტები იდეალურად გამოკვეთავს ურბანული ესთეტიკის მქონე ბინებისა და ბუტიკების პოზიტიურ ელემენტებსაც. აღსანიშნავია, რომ სწორად შერჩეული სურნელი ხელს უწყობს Super Host სტატუსის მოპოვებას და სოციალურ ქსელებში უამრავი დადებითი შეფასების მიღებას. მაგალითად, ბარსელონაში მდებარე ჰოსტელი „Zestful Haven Hostel“ სწორედ არომა მარკეტინგის სტრატეგიის გამოყენებით გახდა პოპულარული ონლაინ სივრცეში. ციტრუსოვანი სურნელების გამოყენებით ოთახების არომატიზაცია მათთვის მართლაც საკმაოდ ეფექტური გამოდგა. არომა მარკეტინგის დამსახურებით, ვიზიტორების მიერ აღნიშნული ბრენდის სახელის მოხსენიება დაახლოებით 20%-ით გაიზარდა სოციალურ ქსელებში. რაც მთავარია, ბიზნესის არომატიზაცია თანამედროვე სამყაროში საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომია. კომერციული სივრცისთვის განკუთვნილი სურნელის დიფუზორი და ზოგადად თანამედროვე არომატიზაციის დანადგარები ერთნაირი დოზით ავრცელებენ სასიამოვნო არომატებს ნებისმიერი სიდიდის მქონე სივრცეში.

აღსანიშნავია, რომ airbnb-ის და booking.com-ის სერვისით მოსარგებლე ადამიანების უმრავლესობა გამოირჩევა საკუთარი გამოცდილების გაზიარების ჩვევით. შესაბამისად, კარგი შეფასებების მისაღებად და თქვენი სივრცის პოპულარიზაციისთვის შეგიძლიათ თითოეულ სტუმარს აჩუქოთ სურნელოვანი სანთლები. აღნიშნული საჩუქარის დახმარებით მათ ძალიან დიდი ხნით გააყოლებთ იმ სასიამოვნო მოგონებებს, რომელიც თქვენ სივრცესთან ასოცირდება. შესაბამისად, მსგავსი საჩუქრების დახმარებით გაზრდით ლოიალური ვიზიტორების რიცხვსაც. აჩუქეთ სურნელოვანი სანთელი თქვენ სტუმარს და დაიმსახურეთ მათი ნდობა და საჯარო პოზიტიური შეფასება:

კალათა 0

თქვენი კალათა ცარიელია.

დაიწყეთ შოპინგი