სააბაზანოსთვის
სისუფთავე ის მთავარი ასპექტია, რომელიც აუცილებელია თქვენს აბაზანასა და საპირფარეშოში. მნიშვნელოვანია ისეთი არომატიზატორის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივი სისუფთავის შეგრძნებას და ბუნებრივ სურნელს. Aromaco გირჩევთ ჰაერის ინტენსიურ გამწმენდს, საპირფარეშოს აპარატს, რომელიც ეფექტურად აქრობს სველი წერტილებისთვის დამახასიათებელ უსიამოვნო სუნს, ტრაპიდან ამოსულ ან ნესტის სუნს და ავრცელებს სასიამოვნო არომას. რეკომენდებულია აგრეთვე სურნელოვანი ჩხირების გამოყენება სააბაზანო ოთახში, რომლის მსუბუქი არომატი სივრცეს განსაკუთრებულ ელფერს მატებს.