არომა ეტიკეტი სამუშაო სივრცეში - ოთახების მიხედვით – Aromaco შინაარსზე გადასვლა
არომა ეტიკეტი სამუშაო სივრცეში - ოთახების მიხედვით

არომა ეტიკეტი სამუშაო სივრცეში - ოთახების მიხედვით

ბიზნესების უმრავლესობა დაკვირვებით არჩევს იმას, თუ რა უნდა დახვდეთ მათ საოფისე სივრცეში მოხვედრილ ვიზიტორებს. ეს პროცესი ოთახების განლაგების, განათების, ავეჯის სტილისა და ხშირ შემთხვევაში დრესკოდის შერჩევასაც კი მოიცავს. თუმცა, ახალ გარემოში მოხვედრილი ადამიანი პირველ რიგში ყოველთვის ერთ უხილავ, თუმცა მნიშვნელოვან ელემენტს - სურნელს ამჩნევს. სწორედ ამიტომ ითვლება არომა მარკეტინგი ბიზნესებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო სტრატეგიად. თუმცა, სასიამოვნო არომატის უპირატესობები შეიძლება ისეთი აქსესუარების სწორად შერჩევითაც გამოიყენოთ, როგორსაც სურნელოვანი ჩხირი, სანთელი თუ სპრეი წარმოადგენს. ამისათვის საჭიროა სხვადასხვა დანიშნულების ოთახებისთვის შესაფერისი არომატების შერჩევა:

მისაღები ოთახის არომატიზაცია - პირველი შთაბეჭდილების ზონა

სამუშაო სივრცეში შესვლისას, მისაღებ ოთახში არსებული სურნელი თქვენი ბრენდის ემოციურ ტონს აყალიბებს ვიზიტორის გონებაში. შესაბამისად, მოცემულ სივრცეში სასურველია თანამედროვე, ციტრუსის ნოტებზე დაფუძნებული, ქარვის ან ჩაის ქვეტონების მქონე არომატის გამოყენება. მსგავსი სურნელი თქვენს სამუშაო სივრცეზე პოზიტიურ და დადებით პირველ შთაბეჭდილებას ქმნის, ზედმეტი სიმკვეთრის გარეშე.

  • რაოდენობა: გამოიყენეთ ერთი არომატიზატორი ყოველ 15–25 ² ფართობზე. განათავსეთ შემოსასვლელთან ახლოს, თუმცა პირდაპირი ჰაერის ნაკადისგან მოშორებით.
  • განახლების სიხშირე: შეამოწმეთ ყოველ კვირას, თუმცა სასურველია არომატიზატორი განაახლოთ ყოველ 6-8 კვირაში ერთხელ. ციტრუსის შედარებით მსუბუქი ნოტები ნათელ სივრცეში უფრო სწრაფად ორთქლდება.
  • სურნელოვანი ჩხირი თუ სპრეი: ფონური ატმოსფეროსთვის სურნელოვანი ჩხირები იდეალურია, თუმცა სასურველია შუადღეს, ჰაერის სიმსუბუქის დასაბრუნებლად გამოიყენოთ სპრეიც.

ციტრუსი და ქარვა სივრცეში შემოსვლისას პოზიტიური პირველი შთაბეჭდილების შექმნას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ის იდეალურია მისაღები სივრცეებისთვის, სალონებისთვის ან ზოგადად ისეთი ოთახებისთვის, სადაც ვიზიტორებს ეგებებით.

მთავარი ოფისი ან ღია სამუშაო სივრცე - ფოკუსის ზონა

საზიარო სამუშაო უკეთესია ისეთი არომატების გამოყენება, რომელიც ადამიანებისთვის მხოლოდ ქვეცნობიერადაა შესამჩნევი. მსგავსი მსუბუქი ეფექტით გამოირჩევა ისეთი ბალახოვანი მცენარეების ოჯახის ნოტები, როგორსაც რეჰანი წარმოადგენს. აღნიშნული არომატი ოთახში ბევრად უფრო მეგობრული და ენერგიული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას ახალისებს. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთ სივრცეში, სადაც ადამიანები დიდ დროს ატარებენ კონდიცირებული ჰაერისა და ხელოვნური განათების გარემოცვაში.

  • რაოდენობა: გამოიყენეთ ერთი არომატიზატორი ყოველ 20 ² ფართობზე, თუკი ჰაერი სტაბილურ ცირკულაციაშია. იგივე სივრცის გასურნელებისთვის გამოიყენეთ 2 ცალი სურნელოვანი აქსესუარი იმ შემთხვევაში, თუ ოფისი გაყოფილია ტიხრების გამოყენებით.
  • განახლების სიხშირე: სურნელოვანი ჩხირები უნდა ამოტრიალდეს ყოველ ორშაბათს და გამოიცვალოს 6-7 კვირაში ერთხელ.
  • სურნელოვანი ჩხირი თუ სპრეი: აღნიშნული ტიპის სივრცეში სურნელოვანი ჩხირები უკეთეს შედეგს მოგცემთ.
  • ბონუსი: ღია სამუშაო სივრცე ასევე იდეალური გარემოა ისეთი აქსესუარისთვის, როგორსაც ვულკანური ქვები წარმოადგენს. ისინი იდეალურად ავრცელებენ სურნელოვანი ეთერზეთის ნოტებს. მათი დახმარებით შეგიძლიათ სხვადასხვა დეპარტამენტისა თუ გუნდის სამუშაო კუთხე განსხვავებული და სპეციფიკური არომატით გააფორმოთ.

შეხვედრების ოთახი - ნეიტრალური ზონა

მსგავსი დანიშნულების სივრცე ყველასთვის დაბალანსებული და ნეიტრალური ატმოსფეროს მქონე უნდა იყოს. ასეთ დროს იდეალურია უფრო ბუნებრივი, ხის ოჯახის ნოტების გამოყენება. მსგავსი არომატები კონცენტრაციის მაღალი დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ და პროფესიონალურ გარემოსაც ქმნიან, გონების სენსორულ დონეზე გადატვირთვის გარეშე.

  • რაოდენობა: ერთი არომატიზატორი ოთახის კუთხეში, სავენტილაციო სისტემის საპირისპირო მხარეს.
  • განახლების სიხშირე: ხის ნოტების მქონე ეთერზეთები ბევრად უფრო სქელია. შესაბამისად, მათი არომატი უფრო დიდი დროით რჩება სივრცეში და უნდა განაახლოთ 8-9 კვირის შემდეგ.
  • სურნელოვანი ჩხირი თუ სპრეი: თუ ოთახის ფანჯრები ხშირად არ იღება, მაშინ სასურველია შეხვედრებს შორის გაასხათ სურნელოვანი სპრეიც.

რატომ ხის ნოტები: კედრის ხის და ქარვის ტონები ოთახში სტაბილურ ატმოსფეროს ქმნის, ციტრუსის ქვეტონები კი საკმარისად ამსუბუქებს ხასიათს.

სამზარეულო და დასასვენებელი ოთახები

აღნიშნულ სივრცეში თქვენი გუნდის წევრებს ამოსუნთქვისა და განტვირთვის საჭირო ატმოსფერო უნდა დაახვედროთ. მსგავს დანიშნულებას იდეალურად შეითავსებენ ტკბილი ვანილის, პაჩულის ან მსუბუქი სანელებლების ნოტები.

  • რაოდენობა: განათავსეთ ერთი არომატიზატორი ოთახის შესასვლელთან ახლოს, ყავის აპარატისგან მოშორებით.
  • განახლების სიხშირე: ტკბილი არომატები უნდა განაახლეთ 4-5 კვირაში ერთხელ, რადგან მადუღარებისა და სამზარეულოს ჰაერი სურნელს საკმაოდ ასუსტებს.
  • სურნელოვანი ჩხირი თუ სპრეი: სურნელოვანი ჩხირი სტაბილური კომფორტის ზონის შექმნისთვის იდეალურია, თუმცა სასარგებლოა ლანჩის პერიოდის დასრულების შემდეგ გაასხათ სურნელოვანი სპრეიც.

სველი წერტილების არომატიზაცია - სისუფთავის და კომფორტის მაღალი დონე

სუფთა და სასიამოვნო სურნელი სანდოობასთან არის გათანაბრებული. შესაბამისად, საპირფარეშოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომფორტისა და სისუფთავის მაღალი დონის შენარჩუნება. აღნიშნულ გარემოში ციტრუსოვანი ნოტები და კედრის ხის არომატი ყველაზე ეფექტურია. თუმცა, სველი წერტილების არომატიზაციისთვის უკეთესია გამოიყენოთ ავტომატური საპირფარეშოს დიფუზორი, რათა სასიამოვნო სურნელი მთელი დღის განმავლობაში სტაბილურად და გარანტირებულად იქნას შენარჩუნებული. 

სურნელოვანი სანთელი - ექსტრა კომფორტისთვის

ოფისური ატმოსფერო ყველა ბრენდის ყოველდღიურობას არ წარმოადგენს. სპა, ბუტიკი, ბარი, სალონი და მსგავსი ტიპის სივრცეები ბევრად უფრო პერსონალურ მიდგომას საჭიროებს. სწორედ ასეთ დროს იჩენენ თავს სურნელოვანი სანთლები თბილი განათებით, სპეციფიური სურნელითა და მომხიბვლელი ვიზუალით. მათი დამსახურებით, ვიზიტორები თქვენს სივრცეში უფრო დიდი ხნით გაჩერდებიან და თავს უფრო კომფორტულადაც იგრძნობენ.

სილამაზის სალონებისთვის ყველაზე შესაფერისია ვანილის, ყვავილოვანი ტონებისა და მუშკის ტონები. იოგის სტუდიაში და მსგავს გამაჯანსაღებელ სივრცეებში განტვირთვას ყველაზე მეტად ლავანდის და თეთრი ჩაის არომა შეუწყობს ხელს. ბარებსა და კაფეებში სასიამოვნო გარემოს შექმნას ქარვის და თამბაქოს ნოტები გაგიადვილებთ. სურნელოვანი სანთლები სურნელს ემოციად გარდაქმნიან, რაც აღნიშნული ტიპის სივრცეების ვიზიტორებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას უზრუნველყოფს.

სახლის არომატიზაცია - პრემიუმ დონის კომფორტისთვის

არომატის საშუალებით განტვირთვა და პრემიუმ დონის კომფორტული გარემოს შექმნა შინაურულ გარემოშიცაა შესაძლებელი. მსგავსი ეფექტის მიღწევას სახლის არომატიზატორი უზრუნველყოფს, რომელიც ავტომატური მუშაობის რეჟიმითა და სმარტ ფუნქციონალით გამოირჩევა.

 

კალათა 0

თქვენი კალათა ცარიელია.

დაიწყეთ შოპინგი