ცნობილი ბრენდების წარმატების საიდუმლო – ოფისების არომატიზაცია – Aromaco შინაარსზე გადასვლა
ცნობილი ბრენდების წარმატების საიდუმლო – ოფისების არომატიზაცია

ცნობილი ბრენდების წარმატების საიდუმლო – ოფისების არომატიზაცია

ოფისის არომატიზაცია – სწორი სურნელის მნიშვნელობა

არომა მარკეტინგი და სურნელოვანი ზეთები საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. ოფისის არომატიზაციისთვის სწორი არომატის შერჩევა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, ციტრუსოვანი არომატები ხშირად გამოიყენება კრეატიული კომპანიების სივრცეებში და ენერგიული ეფექტით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ფორთოხალის ან ლიმონის სურნელოვანი ზეთი საკმაოდ დიდ ეფექტს ახდენს როგორც პროდუქტიულობაზე, ისე ახალი იდეებისა და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზეც. არომა მარკეტინგი ასევე აქტიურად გამოიყენება ტექ ინდუსტრიაშიც. აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები ოფისის არომატიზაციისთვის ხშირად იყენებენ პიტნის და ევკალიპტის ეთერზეთებს. მათი ნოტები უზრუნველყოფს კონცენტრაციისა და ფოკუსის მაღალი დონის შენარჩუნებას, გრძელი სამუშაო დღის განმავლობაშიც კი. ფინანსური ინსტიტუტებისთვის დამახასიათებელი სტრესული და დინამიური გარემოს არომატიზაცია შედარებით უფრო ტკბილი, დამამშვიდებელი ეფექტის მქონე არომატებით ხორციელდება. ასეთი სურნელოვანი ზეთების სიაში შედის პოპულარული და დასამახსოვრებელი ნოტების მქონე ლავანდის ეთერზეთი.

პრაქტიკაში არომა მარკეტინგი ბევრად უფრო მეტია ოფისებისთვის, ვიდრე უბრალოდ სასიამოვნო სურნელის გავრცელების მაგალითი. აღნიშნული მიმართულებას ცნობილი კომპანიები აქტიურად იყენებენ სტრატეგიულ ხელსაწყოდ და მისი საშუალებით საკმაოდ კარგ შედეგებსაც აღწევენ. ოფისის არომატიზაცია ხელს უწყობს როგორც პროდუქტიულობის გაზრდას, ისე ბრენდის იდენტობის პოპულარიზაციასაც. სამუშაო სივრცეში სწორად შერჩეული სურნელების ინტეგრაციის საშუალებით შესაძლებელია თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა. სწორედ ამ თანამედროვე მიდგომით ხელმძღვანელობენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები მათი საოფისე სივრცეების მოწყობისას.

ოფისების არომატიზაცია – ცნობილი ბრენდების წარმატების საიდუმლო

„Google“-ის ინოვაციური სამუშაო კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სწორედ არომა მარკეტინგია. ცნობილი ბრენდის ოფისების არომატიზაციისთვის აქტიურად გამოიყენება კომპანიის დინამიურ და სპეციფიურ სამუშაო სტილზე მორგებული არომატები. „Google“-ის მარკეტინგის გუნდის მიერ შერჩეული სურნელები ხელს უწყობს ოფისში კრეატიული აზროვნების წამახალისებელი გარემოს შექმნას. „Microsoft”-ის სამუშაო სივრცეში შესვლისთანავე იგრძნობთ სასიამოვნო სურნელს, თუმცა აღნიშნული კომპანია საკმაოდ განსხვავებული სტილის არომატებს იყენებს ოფისის არომატიზაციისთვის. მაგალითად, ცნობილი ბრენდის წარმომადგენლები ოფისების არომატიზაციისთვის ყველაზე ხშირად ისეთ სურნელებს არჩევენ, რომლებიც დამამშვიდებელი და განმტვირთავი ეფექტებით გამოირჩევა. ასეთი სურნელოვანი ზეთების სიის სათავეში ლავანდის და გვირილის ეთერზეთები იკავებენ ადგილს. საერთო ჯამში, არომა მარკეტინგი წარმოადგენს ბრენდის ცნობადობის, კონკურენტუნარიანობის და შემოსავლის გაზრდის სტრატეგიულ ხელსაწყოს. აღნიშნული მარკეტინგული მიმართულების გამოყენებით თქვენ შეძლებთ კორპორატიული წარმატების უზრუნველყოფას და ასევე იდეალურად იზრუნებთ თვენი პერსონალისთვის მშვიდი და პროდუქტიული გარემოს შექმნაზე.

კალათა 0

თქვენი კალათა ცარიელია.

დაიწყეთ შოპინგი