არომა მარკეტინგი ზოომაღაზიებისთვის – შემოსავლის გაზრდის გარანტია
ზოომაღაზიაში შესული ადამიანების ყურადღებას პირველ რიგში სურნელი იქცევს და არა მრავალფეროვანი პროდუქტებით და სათამაშოებით სავსე თაროები. სწორედ ამიტომ წარმოადგენს ზოომაღაზიის არომატიზაცია ყველაზე ჭკვიანურ და საჭირო გადაწყვეტილებას ბიზნესის მფლობელებისათვის. ზოგადად, არომა მარკეტინგი მაღაზიებისთვის უამრავი უპირატესობის მომტანია, რაც ხშირ შემთხვევაში პირდაპირ აისახება ბრენდის პოპულარობასა და შემოსავლის ზრდაზეც. კვლევების მიხედვით, მაღაზიის არომატიზაცია ვიზიტორების დაყოვნების დროს საშუალოდ 40%-ით, ხოლო გაყიდვების რაოდენობას 14.8%-ით ზრდის. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ზოომაღაზიებისთვის, რადგან მათ გადატვირთულ და კონკურენტუნარიან გარემოში უწევთ მუშაობა. სასიამოვნო არომატით გასურნელებულ სივრცეში შემოსულ ადამიანები უფრო დიდ დროს გაატარებენ თაროებს შორის, უფრო მეტ პროდუქტს შეიძენენ და მომავალშიც სწორედ თქვენ მაღაზიას ეწვევიან საყვარელი ცხოველების გასანებივრებლად. სტატისტიკის მიხედვით, ნაცნობი სურნელის მქონე მაღაზიაში ვიზიტორები საშუალოდ 20%-ით უფრო მეტი დროით ჩერდებიან. ამ უპირატესობით სარგებლობა ძალიან მომგებიანია, რადგან ზოომაღაზიებში გაკეთებული შენაძენების უმრავლესობა იმპულსურია. შესაბამისად, რაც უფრო დიდი ხნით გააჩერებთ ვიზიტორებს თქვენ სივრცეში, მით უფრო გაიზრდება მათ მიერ ინსტიქტური შენაძენის გაკეთების შანსიც.
ზოომაღაზიის არომატიზაცია – ლოიალური აუდიტორიის შექმნის გარანტი
არომა მარკეტინგის უახლესი ტენდენციების მიხედვით ბიზნესის არომატიზაცია შესამჩნევად ზრდის ლოიალური კლიენტების რაოდენობასაც. ზოომაღაზიების შემოსავლის ძირითად ნაწილს განმეორებითი შენაძენები შეადგენს, რის გამოც მათთვის ლოიალური კლიენტების ოდენობის ზრდა ძალიან სასარგებლოა. სასიამოვნო სურნელი არამარტო თქვენი მაღაზიისკენ მოიზიდავს ვიზიტორებს, არამედ მათი ხშირად დაბრუნების გარანტადაც იქცევა. არომა მარკეტინგი საცალო გაყიდვების სექტორისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სტრატეგიად ყალიბდება. ის ზრდის ბრენდის მიმართ ნდობას და აყალიბებს პოზიტიურ იმიჯს. მსგავსი შეგრძნება ზოომაღაზიის კლიენტებისთვის უპირველესია, რადგან ადამიანებს საყვარელი ცხოველებისთვის ყოველთვის საუკეთესო და სანდო პროდუქტების შეძენა სურთ. ამასთანავე, არომა მარკეტინგი მაღაზიებისთვის წარმოადგენს შედარებით დაბალბიუჯეტიან, თუმცა მაღალი ეფექტურობის მქონე მარკეტინგულ პროექტს. სწორად შერჩეული სურნელოვანი ეთერზეთები და მაღალი ხარისხის სურნელის დიფუზორი უდიდესი წარმატების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.
საუკეთესო სურნელები ზოომაღაზიის არომატიზაციისთვის
ზოომაღაზიების არომატიზაცია საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა, თუმცა მისი წარმატებისთვის აუცილებელია შესაფერისი სურნელოვანი ზეთების ყიდვა. ციტრუსოვანი არომატები იდეალურია ზოომაღაზიების სტუმრებისთვის. ლიმონის, ფორთოხლის სურნელები ვიზიტორებს ენერგიულ და სასიამოვნო განწყობაზე აყენებს. ვანილის სურნელოვანი ეთერზეთი ასევე იდეალურად დაგეხმარებათ ზოომაღაზიაში კომფორტული სივრცის შექმნაში. კომერციული სივრცის უფრო სუფთა, ორგანიზებული ელფერის შესაქმნელად ყველაზე ჭკვიანური იქნება მწვანე ჩაის არომატული ზეთების ყიდვა. მსგავსი აქცენტები განსაკუთრებით სასარგებლოა ბაზარზე, სადაც კლიენტებს უთვალავ ბრენდს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება. რაც უფრო დასამახსოვრებელი იქნება თქვენი ზოომაღაზიის სივრცე, მით უფრო მეტი ადამიანის ლოიალურობას დაიმსახურებთ და უფრო მალე გაზრდით შემოსავლის დონესაც.