არომატიზაცია – მანქანაში ცუდი სუნის გასაქრობად და მგზავრების მოსახიბლა – Aromaco შინაარსზე გადასვლა
არომატიზაცია – მანქანაში ცუდი სუნის გასაქრობად და მგზავრების მოსახიბლად

არომატიზაცია – მანქანაში ცუდი სუნის გასაქრობად და მგზავრების მოსახიბლად

წარმატების სურნელი: ავტომობილის არომატიზაცია და განახლება

ავტომობილის არომატიზაცია გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვის და კარგ ხასიათზე დადგომის გარანტიას წარმოადგენს. პერსონალურ გემოვნებაზე მორგებული არომატი ბუნებრივად იქცევა თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად და მგზავრებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაშიც დაგეხმარებათ. გამოკვლევების მიხედვით, არომატები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადამიანის მენტალურ მდგომარეობაზე. მაგალითად, ციტრუსის სურნელოვანი ზეთები უნიკალური ეფექტით გამოირჩევიან და მათი არომა ენერგიითაც კი ავსებს ადამიანებს. აღნიშნული ეთერზეთების ყიდვა იდეალური იქნება მათთვის, ვისაც მაგალითად დილაობით სამსახურში ავტომობილით წასვლა უწევს. ამასთანავე, საცობში ხანგრძლივი პერიოდის გატარებისგან გამოწვეულ სტრესს იდეალურად გაანეიტრალებს ლავანდის ეთერზეთი. საჭესთან ხანგრძლივი დროის გატარება როგორც წესი საკმაოდ დამღლელი და რთულია. თუმცა, არსებობს ისეთი სურნელები, რომელთა დახმარებითაც ძალიან გრძელი გზის გავლაც კი გაგიმარტივდებათ. სწორედ ასეთი პოზიტიური ეფექტით გამოირჩევა პიტნის ეთერზეთი. მისი ნოტები აუმჯობესებს კონცენტრაციას, ამსუბუქებს დაღლილობის შეგრძნებას და გრძელ მოგზაურობასაც კი სასიამოვნო თავგადასავლად აქცევს.

 

 

მანქანაში ცუდის სუნის გაქრობა და სასიამოვნო არომატის ძალა

ურბანული ცხოვრება საკმაოდ დინამიური სტილით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ადამიანები ხშირად დგებიან ისეთი საჭიროებების წინაშე, როგორსაც მანქანაში სიგარეტის სუნის გაქრობა წარმოადგენს. ცნობილი ბრენდებისთვის მანქანის არომატიზაცია ასევე სოლიდური იმიჯის შექმნის ხელსაწყოდაც კი იქცა. მაგალითად, “Uber”-ის მძღოლები კლიენტებისგან მაღალი შეფასების მიღებას სწორედ ავტომობილების არომატიზაციით უზრუნველყოფენ. ამასთანავე, იგივე მარკეტინგულ სტრატეგიას იყენებენ ლექსუსის ავტო სალონებშიც. მანქანაში არსებული სასიამოვნო არომატი ერთნაირად შთამბეჭდავ და პოზიტიურ გავლენას ახდენს როგორც მგზავრებზე, ასევე პოტენციურ მყიდველებზეც.

უსიამოვნო სურნელების გაქრობა  ავტომობილზე ზრუნვის ნაწილი

ავტომობილში სასიამოვნო სურნელის დაყენება მნიშვნელოვანია, თუმც აუცილებელია ნეგატიური ნოტების განეიტრალებაც. მაგალითად, მანქანაში სიგარეტის სუნის გაქრობა მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ჰაერის ფილტრებში დაგროვილი ნაწილაკებიც. აღნიშნული ნაწილი საკმაოდ მარტივად შეიძლება გაივსოს ბაქტერიებითა და ცუდი სუნის გამომწვევი ელემენტებით. შესაბამისად, მათი რეგულარული გაწმენდა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მანქანის დიფუზორი. სწორი სურნელის შერჩევის შემთხვევაში, მანქანის სურნელოვანი დიფუზორები თქვენი ავტომობილის ინტერიერს უფრო შთამბეჭდავ და კომფორტულ სივრცედ გარდაქმნიან. აღნიშნული ეფექტებიდან გამომდინარე, დიფუზორი ავტომობილისთვის საკმაოდ ღირებულ აქსესუარს წარმოადგენს და მისი დახმარებით ნებისმიერი ხასიათის მგზავრს მოხიბლავთ.

კალათა 0

თქვენი კალათა ცარიელია.

დაიწყეთ შოპინგი