სასწავლო დაწესებულების არომატიზაციას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. აღნიშნული ასპექტი აუმჯობესებს როგორც სწავლების პროცესებს, ისე სასწავლო პრაქტიკებსაც. არომატებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ კოგნიტურ ფუნქციებზე და ემოციურ მდგომარეობაზე, რის გამოც საგანმანათლებლო სექტორისთვის არომატიზაცია ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ხელსაწყოდ ითვლება. სკოლის არომატიზაცია უამრავი პოზიტიური ასპექტით გამოირჩევა, თუმცა მათ შორის აღსანიშნავია კონცენტრაციის და კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესების ძალა. მაგალითად, პიტნის სურნელი აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციის დონეს. ასეთი დადებითი გავლენა განსაკუთრებით სასარგებლოა სამეცადინო და საგამოცდო პროცესებისთვის განკუთვნილი გარემოსთვის. უნივერსიტეტის არომატიზაცია განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც მოსწავლეებისთვის კომფორტული და სტრესისგან განსატვირთი ატმოსფეროს შექმნა პრიორიტეტად ითვლება.
„University of Miami“-ის კვლევების მიხედვით, ლავანდის სურნელოვანი ზეთი განსაკუთრებით ეფექტურია სასწავლო დაწესებულებების ტერიტორიაზე გავრცელებისას. მისი დამამშვიდებელი გავლენა ამცირებს შფოთვასა და სტრესს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა გამოცდებით გამოწვეული სტრესის გასანეიტრალებლად. შესაბამისად, კოლეჯის არომატიზაცია მარტივად შეიძლება იქცეს მოსწავლეებისა თუ სტუდენტების მიერ გამოცდებზე ნაჩვენები შედეგების გაუმჯობესების საწინდარიც. ამასთანავე, სასიამოვნო სურნელი პოზიტიურ გავლენას ახდენს სასწავლო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალზეც. მაგალითად, სანდალის ხის სურნელოვანი ზეთი ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას. შესაბამისად, მისი გავრცელება ძალიან სასარგებლოა ოფისებსა და პერსონალისთვის განკუთვნილ სივრცეებში. აღნიშნული სტრატეგია ზრდის პროდუქტიულობას და ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სწავლების დონის გაუმჯობესებაზეც.
უნივერსიტეტის არომატიზაცია საკმაოდ ბევრი ასპექტით გავს ბიზნესის არომატიზაციას. სასწავლო დაწესებულების, როგორც ბრენდის იდენტობის წინა ფონზე წამოწევა საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი სასიამოვნო არომატების დახმარებით. ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობენ ისეთი სასწავლო დაწესებულებები, რომლებისთვისაც პრიორიტეტს წარმოადგენს სტუდენტებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე ზრუნვა. მაგალითად, „University of Sussex“-ის წარმომადგენლებმა სამეცადინო ოთახების არომატიზაციისთვის როზმარინის სურნელოვანი ზეთი გამოიყენეს. აღნიშნული ასპექტის დამსახურებით სტუდენტებს უფრო მეტად გაუადვილდათ მეხსიერებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება. ამასთანავე, „MIT”-ის კვლევების მიხედვით, თავშეყრის ადგილების არომატიზაციის შედეგად გაიზარდა სტუდენტების მიერ სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობის დონეც. სკოლის არომატიზაცია ასევე წარმატებულ ტენდენციად ჩამოყალიბდა სკანდინავიური საგანმანათლებლო სფეროშიც. შვედურ სკოლაში სასიამოვნო არომატების გავრცელების შედეგად გაიზარდა მოსწავლეების კონცენტრაციის დონე და სასიამოვნო გარემოს შექმნის შედეგად შემცირდა გაკვეთილების გაცდენის შემთხვევებიც.