არომა მარკეტინგი – ავეჯის მაღაზიების წარმატების საიდუმლო
არომა მარკეტინგი საცალო გაყიდვების სფეროს განუყოფელ ნაწილად იქცა. მსგავსი მარკეტინგული სტრატეგიები განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს ავეჯის მაღაზიებისთვის. ავეჯის მაღაზიის არომატიზაცია საკმაოდ დიდი წარმატების მომტანი შეიძლება გამოდგეს. მსგავსი დანიშნულების მქონე გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზიტორებისთვის კომფორტული და შთამბეჭდავი გარემოს დახვედრება. ინტერიერის განლაგება, ესთეტიური ავეჯი და ჰაერში გავრცელებული სასიამოვნო სურნელი ერთდროულად მართლაც შთამბეჭდავ სენსორულ გამოცდილებას ქმნის. შესაბამისად, ავეჯის სახლის არომატიზაცია პირველივე ვიზიტს მარტივად გარდაქმნის დაუვიწყარ გამოცდილებად და ჩვეულებრივ დამთვარიელებელსაც კი ლოიალურ კლიენტად აქცევს. ამასთანავე, სივრცეში გავრცელებული სასიამოვნო არომატი დამთვარიელებლებს მაღაზიაში უფრო დიდი ხნით დაყოვნებისკენ უბიძგებს. ეს ხელს უწყობს უფრო მეტი ნივთის დათვალიერებას და შესაბამისად უფრო მეტი პროდუქტის შეძენასაც. მაგალითად, „Pottery Barn”-ის ფილიალებში გავრცელებული სასიამოვნო, წამახალისებელი სურნელის დახმარებით ვიზიტორების მაღაზიაში დაყოვნების დრო საშუალოდ 40%-ით გაიზარდა. ამან დადებითი გავლენა იქონია როგორც ბრენდის იდენტობის პოპულარიზაციაზე, ისე გაყიდვების რაოდენობაზეც.
ავეჯის მაღაზიის არომატიზაცია – კლიენტების კმაყოფილების დონის ასამაღლებლად
არომა მარკეტინგი მაღაზიებისთვის მართლაც სასარგებლო ხელსაწყოს წარმოადგენს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. მაგალითად, „Ikea”-ს მაღაზიების არომატიზაციისთვის უკვე დიდი ხანია რაც ბრენდის იდენტობაზე მორგებული არომატები გამოიყენება. ცნობილი ავეჯის მაღაზიის ფილიალებში შესვლისთანავე შეიგრძნობთ წიწვოვანი ხეების და სუფთა თეთრეულისთვის დამახასიათებელ არომატებს. „Ikea” აღნიშნულ ნოტებს აქტიურად იყენებს საკუთარი პროდუქციის იმიჯის ისეთი მთავარი მახასიათებლების გამოსაკვეთად, როგორიცაა სიმარტივე და ხელმისაწვდომობა. გიგანტურ, საწყობის ზომის სივრცეებში მსგავსი არომატების გავრცელება ხელს უწყობს ვიზიტორებისთვის შედარებით მიმზიდველი და სტუმართმოყვარე გარემოს შექმნას. მსგავსი ტაქტიკის გამოყენებით შესაძლებელია კლიენტების კმაყოფილების დონის 30%-ით გაუმჯობესება და ლოიალური მომხმარებლების რაოდენობის გაზრდაც. ავეჯის მაღაზიის არომატიზაცია ასევე ხელს უწყობს ბრენდის მოწინავე ადგილზე პოზიციონირებას იმ კონკრეტულ სფეროში, რომელშიც ლიდერობა ყველაზე მეტად სურს. მაგალითად, ბრიტანეთში ცნობილი ბრენდი „John Lewis” მისაღები ოთახის ავეჯის სექციის არომატიზაციისთვის ლავანდის და ბამბის სურნელების სასიამოვნო ნაზავს იყენებს. მსგავსი სტრატეგიის დახმარებით მაღაზიის ვიზიტორები უფრო ხშირად ყიდულობენ შინაურული და კომფორტული გარემოს მოსაწყობად შესაფერის ავეჯს. ასეთი სპეციფიური სურნელის გამოყენებით პოტენციური კლიენტების მხრიდან შენაძენის გაკეთების სურვილი თითქმის 80%-ითაც კი იზრდება.
ავეჯის სახლის არომატიზაცია – გაყიდვების გაზრდის გარანტია
ავეჯის მაღაზიებში არომა მარკეტინგის გამოყენების სტატისტიკის მიხედვით, ავეჯის სახლის არომატიზაცია დაახლოებით 10%-ით ზრდის გაყიდვების რაოდენობას. თუმცა, კომერციულ სივრცეში სასიამოვნო სურნელის გავრცელება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შემოსავლის გაზრდის სტრატეგია. აღნიშნული ფაქტორი უზრუნველყოფს ბრენდის იდენტობის პოპულარიზაციას და ასევე ხელს უწყობს კომპანიის კლიენტებში ლოიალური დამოკიდებულების დანერგვასაც.