ავტომობილის არომა დიფუზორი - Caromaco White

88.00 ₾

ეთერზეთის სახეობა: Summer
დარჩენილია 15 ცალი
პროდუქტის აღწერა

Caromaco Black - თანამედროვე და ფუნქციური არომა დიფუზორი, რომელიც ავტომობილის ინტერიერს დახვეწილ დეტალს მატებს. მისი მინიმალისტური შავი დიზაინი მარტივად ერწყმის სხვადასხვა სტილის სალონს, ხოლო კომპაქტური კონსტრუქცია ყოველდღიურ გამოყენებას განსაკუთრებით მოსახერხებელს ხდის.

დიფუზორი მარტივად მაგრდება ავტომობილის ვენტილაციის სისტემაზე და ჰაერის ნაკადის დახმარებით უზრუნველყოფს სურნელის თანაბარ და ხანგრძლივ გავრცელებას.

შეიძინე Caromaco Black და მიიღე საჩუქრად 5 მლ სურნელოვანი ეთერზეთი - სეზონური არომატიდან ერთ-ერთი: Summer, Spring, Autumn ან Winter.

მიწოდების ვადა
ინვოისის მიღება
  • ინვოისის/ზედნადების მიღების მოთხოვნის გაგზავნა აუცილებელია ელ.ფოსტის მისამართზე: info@aromaco.ge
  • აუცილებელია ელ.ფოსტაზე გამოგზავნილ წერილში დააფიქსიროთ თქვენს მიერ გაკეთებული შეკვეთის ნომერი. (მაგალითად #1111 )
  • ინვოისის კორექტულ ვადებში მისაღებად ასევე აუცილებელია, რომ გადახდის გვერდზე არსებულ შესაბამის ველში დააფიქსიროთ თქვენი კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ : Instagram  | Facebook  | LinkedIn

ან დაგვირეკეთ: *1818

ელ-ფოსტა : info@aromaco.ge

ეთერზეთის სახეობა: Summer

მეტის წაკითხვა

ტექნიკური მახასიათებლები

  • მოწყობილობის ზომები: 27 × 35 × 95 მმ
  • დაფარვის ფართობი: 4 მ² / 12 მ³
  • შემავალი ძაბვა: 5V / 1A
  • ელემენტის მოცულობა: 300 mAh
  • სიმძლავრე: 1W
  • სურნელოვანი სითხის ფლაკონის მოცულობა: 5 მლ
  • მოწყობილობის წონა: 43 გრ

მოწყობილობის ძირითადი კომპონენტები

  • ატომაიზერი და სურნელის გაფრქვევის წერტილი
  • სურნელოვანი სითხის ფლაკონი
  • ბამბის ჩხირი
  • ინდიკატორის ნათურა
  • ლითონის კონტაქტები
  • ჩართვა/გამორთვის ღილაკი
  • USB პორტი
  • უკანა წებოვანი სამაგრი ან სამაგრი კლიპსი

კომპლექტაცია

  • არომა დიფუზორი
  • სურნელოვანი სითხის ფლაკონი
  • წებოვანი სამაგრი
  • სამაგრი კლიპსი
  • კვების სადენი
  • ბამბის ჩხირი
  • მომხმარებლის სახელმძღვანელო

მეტის წაკითხვა

მონტაჟის ინსტრუქცია

  1. ამოიღეთ ატომაიზერი მოწყობილობიდან.
  2. სურნელოვანი სითხის ფლაკონს მოხსენით თავსახური და მოარგეთ ატომაიზერის ქვედა ნაწილს.
  3. დაატრიალეთ ფლაკონი საათის ისრის მიმართულებით, რათა მჭიდროდ დამაგრდეს ატომაიზერზე.
  4. მოათავსეთ ატომაიზერი ფლაკონთან ერთად მოწყობილობაში.
  5. დააჭირეთ ჩართვის ღილაკს მოწყობილობის ასამუშავებლად.

მოწყობილობა შეგიძლიათ დაამაგროთ ავტომობილის სავენტილაციო ცხაურზე სამაგრი კლიპსით ან გამოიყენოთ უკანა წებოვანი სამაგრი. დამონტაჟების შემდეგ მოწყობილობა აუცილებლად უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში.

ჩართვა/გამორთვა და რეჟიმის შეცვლა

მოწყობილობის ჩასართავად ან გამოსართავად 5 წამის განმავლობაში დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს.

მუშაობის რეჟიმის (სურნელის გაფრქვევის ინტენსივობის) შესაცვლელად ერთხელ, მოკლედ დააჭირეთ იმავე ღილაკს.

მუშაობის რეჟიმები

პირველი დონე - იისფერი ინდიკატორი

მოწყობილობა სურნელს აფრქვევს 5 წამის განმავლობაში, ყოველ 10 წუთში ერთხელ.

მეორე დონე - ლურჯი ინდიკატორი

მოწყობილობა სურნელს აფრქვევს 5 წამის განმავლობაში, ყოველ 5 წუთში ერთხელ.

ავტომატური ჩართვა/გამორთვა - მოძრაობის სენსორი

მოწყობილობა აღჭურვილია ავტომობილის მოძრაობის სენსორით.

  • ვიბრაციის დაფიქსირებისთანავე მოწყობილობა აქტიურდება და იწყებს სურნელის გაფრქვევას.
  • თუ 60 წამის განმავლობაში ვიბრაცია არ დაფიქსირდა, მოწყობილობა ავტომატურად გადადის ლოდინის რეჟიმში.
  • ლოდინის რეჟიმში სურნელის გაფრქვევა წყდება და ინდიკატორის განათება ითიშება.
  • მოძრაობის ხელახლა დაფიქსირებისას მოწყობილობა ავტომატურად განაახლებს მუშაობას.

დატენვა და ინდიკატორი

  • დატენვის პროცესში ინდიკატორი ციმციმებს წითლად.
  • ელემენტის სრულად დატენვის შემდეგ ინდიკატორი ლურჯად იწყებს ციმციმს.
  • რეკომენდებულია მოწყობილობის დატენვა 3.5 საათის განმავლობაში.
  • გამოიყენეთ მხოლოდ მოწყობილობისთვის განკუთვნილი, უსაფრთხო, ულტრა-დაბალი ძაბვის კვების წყარო.

უსაფრთხოების წესები და გაფრთხილებები

  1. მონტაჟის შემდეგ მოწყობილობა აუცილებლად უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში. მისმა გადახრამ ან დაწვენამ შესაძლოა სურნელოვანი სითხის დაღვრა გამოიწვიოს; სითხის შიდა ელექტრონულ პლატაზე მოხვედრამ შესაძლოა შეაფერხოს მოწყობილობის მუშაობა ან დააზიანოს იგი.
  2. დაუშვებელია მოწყობილობის კონსტრუქციასა და მუშაობის მექანიზმში თვითნებური ჩარევა.
  3. მოწყობილობაში უნდა გამოიყენოთ მხოლოდ არომაკოს მიერ მოწოდებული სურნელოვანი სითხე. დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ დაამატოთ სხვა სახის ან ტიპის სითხეებს. არ დაშალოთ და არ გაწმინდოთ მოწყობილობა დამოუკიდებლად.
  4. არ გამოიყენოთ და არ შეინახოთ მოწყობილობა 70°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
  5. რეკომენდებულია მოწყობილობის დატენვა 3.5 საათის განმავლობაში.
  6. მოწყობილობის გადაადგილებისას, გთხოვთ, ამოიღოთ სურნელოვანი სითხის ფლაკონი და მჭიდროდ დაახუროთ თავსახური.
  7. მოწყობილობის ჩართვა ან გამორთვა შესაძლებელია ღილაკზე მხოლოდ ხანგრძლივი დაჭერით.
  8. მოწყობილობაში სხვა ნივთიერებების გამოყენებამ შესაძლოა შექმნას ტოქსიკური ან ხანძრის გაჩენის საფრთხე.
  9. მოწყობილობის დაზიანების (მწყობრიდან გამოსვლის) თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ მხოლოდ მისთვის მითითებული, უსაფრთხო, ულტრა-დაბალი ძაბვის კვების წყარო.
  10. მოწყობილობა არ არის განკუთვნილი შეზღუდული ფიზიკური, სენსორული ან გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთათვის (მათ შორის, ბავშვებისთვის), ასევე სათანადო გამოცდილებისა და ცოდნის არმქონე ადამიანებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმყოფებიან მათი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მეთვალყურეობის ქვეშ ან წინასწარ მიიღეს მისგან შესაბამისი ინსტრუქცია მოწყობილობის გამოყენების შესახებ.
  11. აუცილებელია ბავშვებზე მეთვალყურეობა, რათა არ ითამაშონ მოწყობილობით.
  12. მოწყობილობის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ კვების წყაროსთან ერთად, რომლითაც ის არის აღჭურვილი (რომელიც მას მოჰყვება ორიგინალ კომპლექტაციაში).

საგარანტიო ინფორმაცია

მოწყობილობის საგარანტიო ვადა: 1 თვე

მოწყობილობის გამართული მუშაობისა და დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მომხმარებლის სახელმძღვანელოში მითითებული ინსტრუქციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყობილობის ვერტიკალურ მდგომარეობაში გამოყენება, მხოლოდ Aromaco-ს მიერ მოწოდებული სურნელოვანი სითხის გამოყენება და შესაბამისი კვების წყაროს შერჩევა.

დაუშვებელია მოწყობილობის თვითნებურად დაშლა ან შეკეთება.

საგარანტიო მომსახურებასა და დამატებით პირობებთან დაკავშირებული კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: *1818

ელფოსტა: info@aromaco.ge