არომა მარკეტინგი


ბოლო რამდენიმე ათწლეულია, სენსორული მარკეტინგი სულ უფრო და უფრო ეფექტურ მარკეტინგულ ინსტრუმენტად იქცა ბიზნესისა და სარეკლამო სფეროებისთვის, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტის პოპულარიზაციაზე ზრუნავენ. ბრენდების უმეტესობა მიზნად ისახავს მომხმარებლებთან დაახლოებას და მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას მათივე გრძნობების მეშვეობით. ამის ნათელი მაგალითია Sharpie-ს კალმის ნაკაწრი ხმა, პირის ღრუს გასუფთავების სპეციფიური ტონალობა და მრავალი სხვა სენსორული შთაბეჭდილება.

წლების განმავლობაში, არაერთი ინდუსტრია პროდუქტის შექმნის პროცესშივე იყვნენ  ფოკუსირებული ხუთივე გრძნობაზე, რაც განსაკუთრებით გამოხატულია ავტომწარმოებლებში: პანელის ელასტიური, ტყავისებური შეგრძნება, კარის დახურვის სწრაფი და მტკიცე ხმა თუ ახალი მანქანის სუნი – ყველა დეტალს თავისი მიზანი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ გემო, ხმა, შეხება და შეგრძნება თანაბრად მნიშვნელოვანია ბრენდის იდენტობისთვის, ყნოსვამ XXI საუკუნის ლიდერი პოზიცია დაიკავა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანის განწყობის 40% გამოწვეულია სურნელით, რადგან მისი ემოციური აღქმა 75%-ით აღემატება როგორც აუდიო, ასევე ვიზუალურ აღქმას. ყნოსვის რეცეპტორები პირდაპირ უკავშირდება ტვინის იმ უჯრედს, რომელიც ემოციებსა და მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. სურნელს შეუძლია მომხმარებელი ამოგზაუროს სხვადასხვა დროსა და სივრცეში. შესაბამისად სურნელოვანი ზეთების ყიდვა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანის ტვინი 100-ჯერ უფრო მარტივად იმახსოვრებს სურნელს, ვიდრე იმას რასაც ეხება ან ისმენს. ამის საპასუხოდ, ბიზნესებმა თავის კომერციულ დაწესებულებებში ჰაერის დიფუზორების აქტიური გამოყენება დაიწყეს.

თუმცა, გაჩნდა მთავარი კითხვა, რომელსაც ყველა ბიზნესის მფლობელი ან საცალო ვაჭრობის წარმომადგენელი სვამს: რომელია საუკეთესო სურნელი ჩემი ბრენდისთვის?

თითოეულმა კომპანიამ უნდა განსაზღვროს, რა შეგრძნებებისა და ასოციაცების გამოწვევა სურს მომხმარებელში, როგორ სურს რომ აგრძნობინონ თავი მათ სივრცეში. ან სულაც რომელი სურნელოვანი ჩხირის ყიდვა მოუხდება კონკრეტული ბრენდის იმიჯს. ამის შემდეგ კი სურნელის ექსპერტების დახმარებით შეარჩევენ არომატს, რომელიც დააკმაყოფილებს ნებისმიერი ბიზნესის საჭიროებებს, ეხება ეს საცალო გაყიდვებს, სასტუმროს, ოფისს, რესტორანს თუ ავტო შოურუმს.

სწორად შერჩეული სურნელის მეშვეობით, იცვლება მომხმარებელთა ქცევა, იზრდება მათი სივრცეში დაყოვნების დრო, 15%-ით იზრდება გაყიდვების მაჩვენებელი, ყალიბდება ბრენდის იდენტობა და ერთხელ შესული ვიზიტორი გადაიქცევა ბრენდის ლოიალურ მომხმარებლად.

მაგალითად სურნელოვანი სანთლები და მათი არომატები განსხვავდება თავისი შემადგენლობითა და ზეგავლენით: ზოგიერთი სურნელი ხელს უწყობს რელაქსაციას; ზოგიერთი – კონცენტრაციას და ა.შ.

სასტუმროს მფლობელები სურნელს, ძირითადად, არჩევენ მდებარეობის მიხედვით. მაგალითად: მთის კურორტებზე სასტუმროებში უმეტესად იგრძნობთ ტყის სურნელს, რათა ხაზი გაუსვან, რომ ბუნებაში ხარ. სანაპირო ზოლში მდებარე  სასტუმროები კი იყენებენ ტროპიკულ ან ქოქოსის თავბრუდამხვევ სურნელს. სასტუმროს გასურნელება უამრავი მსგავსი სარგებლობის მომტანი შეიძლება იყოს.

სპორტულ დარბაზებსა და ფიტნეს ცენტრებს შორის კონკურენცია ძალიან დიდია და უპირატესობის მოსაპოვებლად ერთ-ერთი გზა უნიკალური და დასამახსოვრებელი სურნელის ჩართვაა. ფიტნეს ლობისთვის შესაფერისი არომატი აქვს პიტნის, ჟასმინისა და ციტრუსის ეთერზეთებს. ინტენსიური კარდიო და სპინინგის ვარჯიშები მოითხოვს ენერგიას, რომლითაც ლიმონისა და ტროპიკული ხილის ნოტები დაგვმუხტავს.

ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები, ძირითადად, ირჩევენ თავიანთი ლოგოს შესაფერის სურნელს. მაგალითად, თუ ფორთოხლისფერია ლოგო, უპირატესობას ანიჭებენ ფორთოხლის ციტრუსოვან არომატს. ელიტარული კონცეფციის ბანკები ხშირად სივრცეს ასურნელებენ თამბაქოსა და ტყავის ნოტების შემცველი ეთერზეთებით, რომელიც ფუფუნებასთან ასოცირდება.

სილამაზის ცენტრები და სპა სალონები მუდმივად ზრუნავენ შექმნან მშვიდი ატმოსფერო, რათა მომხმარებელი განიტვირთოს და თავი იგრძნოს გაჯანსაღებულად. ასეთ გარემოს ქმნის  მწვანე ჩაის, პიტნისა და ლავანდის არომატები. სპა მასაჟის დროს იდეალურია აგრეთვე კედარის ან თუნდაც პოპულარული სანდლის ხის სურნელოვანი ჩხირები.

საცალო მაღაზიებმა 1970-იან წლებში დაიწყეს პირველი სურნელოვანი დიფუზორების გამოყენების ექსპერიმენტი. მაიამის Zimmerman Advertising-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორის Zev Auerbach-ის თქმით, სივრცის გასურნელების შექმნის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შერჩეული სუნამო აღვიძებს გამოსახულებებს, რომლებიც ემოციურად არის დაკავშირებული პროდუქტთან. მისივე სიტყვებით: „თუ მაღაზიაში ხედავთ საცურაო კოსტუმს და იგრძნობთ ოკეანის სურნელს, უფრო მეტად მოგინდებათ კოსტუმის ყიდვა და დასასვენებლად წასვლა. ეს არის ნახვისა და სურნელის კომბინაცია.“

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, სურნელის გამოყენება ბარებსა და რესტორნებში გაყიდვებს 40%-ით ზრდის. რაც უფრო მეტადაა მადისაღმძვრელი არომატებით გაჟღენთილი სივრცე, მით მეტი შეკვეთა შედის სამზარეულოსა თუ ბარში.

სასიამოვნო სურნელი 40%-ით აუმჯობესებს განწყობას. არომატიზირებულ სივრცეში მომსახურე პერსონალიც ბედნიერია, შესაბამისად, იზრდება სერვისის ხარისხი.

მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის კომერციულ საქმიანობას ეწევით, ინდივიდუალურად შერჩეული და თქვენზე მორგებული არომატი, ანუ გემოვნებიანი ეთერზეთებით არომატიზაცია  ნებისმიერი კომერციულ საქმიანობას,  აუცილებლად აქცევს წარმატებულ და შემოსავლიან ბიზნესად.

"არომაკოს" და არომა მარკეტინგის უპირატესობები სხვადასხვა სფეროში

გახდი პარტნიორი