არომა მარკეტინგის ლიდერი ბრენდი "არომაკო" ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 40 000-მდე კმაყოფილ მომხმარებელს აერთიანებს. 18-წლიანი გამოცდილებით არომაკო მომხმარებელს სთავაზობს სივრცის გასურნელების ძალიან პრაქტიკულ, ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებას. აპარატებისა და არომატების ფართო არჩევანში მომხმარებელი აღმოაჩენს მისი გემოვნების შესაფერის პროდუქტს. "არომაკოს" კომფორტული, დახვეწილი ვიზუალის მოწყობილობებს გააჩნია ავტომატური კონტროლისფუნქცია, რაც ამარტივებს მის გამოყენებას.
ჰიპოალერგიული, უმაღლესი ხარისხის პროდუქტი გაჯერებულია ბუნებრივი პრობიოტიკებით, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სურნელის პირველივე შეგრძნებით მიიზიდავს, აუმაღლებს განწყობას და გახდის ლოიალურს ბრენდის მიმართ. მსოფლიოში ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანები არომატიზირებულ სივრცეში უფრო დიდხანს ჩერდებიან და საშუალოდ 10-ჯერ უფრო ხშირად სტუმრობენ მას. სურნელის დახმარებით, მომხმარებლის დაყოვნების დრო 40%-ით იზრდება, პოტენციური ვიზიტორი კი რეალურ მყიდველად გარდაიქმნება.
„არომაკო“ არის ყველასთვის!
ვანილი, კაქტუსი, სანდალის ხე, შავი მარგალიტი – ჩვენი განსაკუთრებული არომატებია, რომელიც თქვენი ხასიათისა და განწყობის შესაბამისია შინ თუ გარეთ, ავტომობილსა თუ ოფისში დატვირთული დღის პარალელურად.
გახსოვდეთ, განწყობას ქმნის სურნელი!
75%
სურნელის ემოციური აღქმა 75%-ით აღემატება აუდიო და ვიზუალურ აღქმას!
85%
ადამიანის ტვინს შეუძლია აღადგინოს გამოსახულების 25% და სურნელის 85%.
40%
ადამიანის განწყობის 40% გამოწვეულია სურნელით!
რატომ არომაკო?
მეცნიერულად დადასტურებულია ფაქტი, რომ სურნელის მეშვეობით ადამიანები დადებით ემოციებს აზიარებენ. სურნელს შეუძლია გავლენა მოახდინოს ქცევასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე. კვლევამ აჩვენა, რომ არომატი ზრდის იმპულსური ყიდვის ალბათობას და ზემოქმედებს შეძენის სურვილზე. მაგალითად, ყავის არომატმა ადამიანს შესაძლოა მოანდომოს მისი შეძენა მაშინაც კი, თუ ამას საერთოდ არ აპირებდა.
გარდა ბიზნეს ინტერესებისა, არომათერაპია არის პრაქტიკა, რომელიც იყენებს ეთერზეთებს და არომატულ ნაზავებს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ითვლება, რომ სხვადასხვა სურნელს აქვს სხვადასხვა თერაპიული ეფექტი, როგორიცაა შფოთვის შემცირება და ძილის რუტინის შექმნა. სწორად შერჩეული სურნელი დაგეხმარებათ განიტვირთოთ, თავი იგრძნოთ მშვიდად, კომფორტულად და შეიქმნათ სასურველი განწყობა.
არომაკოს პრობიოტიკებით გაჯერებული სურნელი ზრუნავს სისუფთავესა და ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნაზე, ანეიტრალებს თამბაქოს სუნს, არის ანტიალერგიული და უსაფრთხო პროდუქტი, შეუმჩნეველს ხდის შინაური ცხოველის სუნს სახლში.
ვანილი, ქოქოსი, კაქტუსი, ყავა, ბერგამოტი, არომაკოს მრავალფეროვანი არომატების მცირე ჩამონათვალია. სრული კოლექციის სანახავად და მათზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს, სადაც დაგხვდებიან „არომაკოს“ სურნელის ექსპერტები. ასევე, ასორტიმენტს გაეცნობით ჩვენს ონლაინ მაღაზიაში.
შეუხამე სურნელი შენს გემოვნებას, ინტერესს, კომერციულ საქმიანობას და გაყევი მას.