სახლის არომა დიფუზორი - შავი

349.00 ₾ 261.75 ₾ ფასდაკლება 25%

აირჩიეთ 4 სურნელი:

დარჩენილია 20 ცალი
პროდუქტის აღწერა

“არომაკო“-ს სახლის გამასურნელებელი აპარატი პრაქტიკული, ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა საცხოვრებელ ფართში სუფთა გარემოსა და სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად. ბუნებრივი პრობიოტიკებით გაჯერებული პროდუქტი ზრუნავს თქვენს პოზიტიურ განწყობასა და დადებით ემოციებზე. სახლის გამასურნებელი მოწყობილობა გამოირჩევა თანამედროვე, ავტომატური მართვის მეთოდით.

სახლის აპარატს საჩუქრად მოყვება ოთხი ცალი 60 მლ-იანი სურნელოვანი ეთერზეთი. ოთხივე ეთერზეთის სურნელის არჩევა შესაძლებელია სახლის არომა დიფუზორის შეძენისას.

მიწოდების ვადა
თბილისი 1-2 სამუშაო დღე 5 ლარი
რეგიონები 3-4 სამუშაო დღე 9 ლარი

მეტი ინფორმაციისთვის, გაეცანით: მიწოდების & დაბრუნების პირობებს.

კონტაქტი

მოგვწერეთ : Instagram  | Facebook  | LinkedIn

ან დაგვირეკეთ: *1818

მეტის წაკითხვა

მაღალი ხარისხის პლასტმასი

მუშაობის ელექტრული დიაპაზონი: AC 100V-240V 50/60Hz

წონა: 300 გრ

ზომები: 81x66x215 მმ

ბოთლის მოცულობა: 60 მლ

გასურნელების არეალი: მაქსიმუმ 30 მეტრ კუბის ზომის ოთახი.

ეთერზეთის ხარჯი რეჟიმების მიხედვით არის შემდეგნაირი:

• 285 წამში 1 გამოფრქვევა. ხარჯი საათში 0,07 მლ (1 მლ ყოფნის საშუალოდ 14 საათი) 60 მლ ბოთლის 840 საათი. 100 მლ ბოთლი 1400 საათი.

• 135 წამში 1 გამოფრქვევა. ხარჯი საათში 0,15 მლ (1 მლ ყოფნის საშუალოდ 6.5 საათი) 60 მლ ბოთლის 390 საათი. 100 მლ ბოთლი 650 საათი.

• 85 წამში 1 გამოფრქვევა. ხარჯი საათში 0,23 მლ (1 მლ ყოფნის საშუალოდ 4.3 საათი) 60 მლ ბოთლის 258 საათი. 100 მლ ბოთლი 430 საათი.

• 60 წამში 1 გამოფრქვევა. ხარჯი საათში 0,30 მლ (1 მლ ყოფნის საშუალოდ 3.3 საათი) 60 მლ ბოთლის 198 საათი. 100 მლ ბოთლი 330 საათი.

გააჩნია მუშაობის ორი რეჟიმი :

• ჭკვიანი რეჟიმი- რა დროსაც აპარატი მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოთახში არის სინათლის წყარო (მზე ან მეორადი განათება).

• 12 საათიანი რეჟიმი – რა დროსაც, აპარატი მუშაობს შესვენების გარეშე, შესაბამისად, ხარჯი დიდია.

მუშაობის პროცესში აუცილებელია აპარატი ვერტიკალურ მდგომარეობაში იყოს შეერთებული დენის წყაროში. ჰორიზონტალურ ან დახრილ მდგომარეობაში გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეთერზეთის გაჟონვა ან აპარატის დაზიანება.

აპარატის შენახვის შემთხვევაში, დენის წყაროდან გამოაერთეთ და აუცილებლად მოხსენით ეთერზეთის ბოთლი აპარატს.

ამის შემდეგ, რეკომენდირებულია აპარატმა შეასრულოს რამდენიმე გამოფრქვევა, რათა დარჩენილი ზეთი სრულად გაიწმინდოს სისტემიდან.

ასევე დარწმუნდით, რომ ის ეთერზეთისგან სრულად გამოთავისუფლებულია.

ზეთის მოთავსების შემდეგ, აპარატი შეინახეთ/ამყოფეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. (წინააღმდეგ შემთხვევაში, ზეთი ჩაიღვრება ძრავსა და ატომიზაციის მექანიზმში, რაც გამოიწვევს მის დაზიანებას. ასეთ შემთსხვევაში, დაზიანებულ აპარატზე არ გავრცელდება გარანტია).

დაუშვებელია დაზიანებული აპარატის დაშლა და თვითნებურად შეკეთება. ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ, დროულად დაუკავშირდეთ შესაბამის ტექნიკურ სამსახურს.

გარანტია 3 თვე