საცხოვრებელი კორპუსების არომატიზაცია – მეტი კომფორტისთვის – Aromaco შინაარსზე გადასვლა
საცხოვრებელი კორპუსების არომატიზაცია – მეტი კომფორტისთვის

საცხოვრებელი კორპუსების არომატიზაცია – მეტი კომფორტისთვის

არომა მარკეტინგი და შემოსასვლელის არომატიზაცია საცხოვრებელი კორპუსისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. სადარბაზოს არომატიზაცია ან თუნდაც ლობის არომატიზაცია უზრუნველყოფს შენობის ვიზიტორებისთვის დასამახსოვრებელი და პოზიტიური პირველი შთაბეჭდილების შექმნას. ეს დადებით ზეგავლენას ახდენს როგორც კორპუსის ვიზიტორებზე, ისე მაცხოვრებლებზეც. ამასთანავე, არომა მარკეტინგი სამშენებლო კომპანიებისთვის ბრენდის იდენტობის გამოკვეთისა და ახალი კლიენტების მოზიდვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

არომატიზაცია სამშენებლო კომპანიებისთვის  საუკეთესო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის

საცხოვრებელი კორპუსის შემოსასვლელის არომატიზაცია ისეთი სტილის სივრცის შექმნის საშუალებას გაძლევთ, როგორიც თქვენი კომპანიის ღირებულებებსა და უპირატესობებს უსვამს ხაზს. მაგალითად, სწორად შერჩეული არომატით შესაძლებელია ინტერიერის ძვირადღირებული ელემენტების გამოკვეთა და პოტენციური მყიდველებისთვის მულტისენსორული გამოცდილების შეთავაზება. კორპუსის შემოსასვლელის არომატიზაცია და არომა დიფუზორი დიდ გავლენას გასაქირავებელი სივრცის კონკურენტუნარიანობაზე. თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, სასიამოვნო არომატის მქონე სივრცეების გაქირავების შანსი უფრო დიდია. ასევე, არომა მარკეტინგის გამოყენებით კომპანიები წარმატებით ინარჩუნებენ არსებულ კლიენტებს და მათ ლოიალურ მომხმარებლებად გარდაქმნიან. შესაბამისად, კორპუსის არომატიზაცია აადვილებს ბინების მარტივად და ხანგრძლივი პერიოდით გაქირავებას. რაც მთავარია, კმაყოფილი მაცხოვრებლები შეიძლება გახდნენ თქვენი ბრენდის ამბასადორებიც. კომფორტულ გარემოში მოხვედრილი ადამიანები საკუთარი პოზიტიურ გამოცდილებას ხშირად უზიარებენ სხვებს, რაც პოტენციური კლიენტების რაოდენობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.

საცხოვრებელი კორპუსის არომატიზაცია – ცნობილი ბრენდების სამაგალითო სტრატეგია

ინოვაციური საცხოვრებელი კომპლექსებისა და ცნობილი სასტუმროს მფლობელი ბრენდები აქტიურად იყენებენ არომატიზაციის პოზიტიურ გავლენას. მაგალითად, საცხოვრებელი კომპლექსის არომატიზაცია „Ritz-Carlton”-ის და “Westin”-ის პოპულარიზაციაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. აღნიშნული ბრენდები სპეციალურად მათთვის შექმნილ სურნელს იყენებენ. მსგავსი არომატით ვესტიბიულის არომატიზაცია ვიზიტორებისთვის უნიკალური ატმოსფეროს შექმნის საშუალებას იძლევა. „Ritz-Carlton”-ის სურნელის ნოტები კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ცნობილი ბრენდის მიერ შემოთავაზებული მომსახურების მაღალ სტანდარტებსა და ძვირადღირებულ გარემოს. “Westin”-ის მიერ წარმოდგენილი არომატები და კონკრეტულად თეთრი ჩაის სურნელი კიდევ უფრო სპეციფიკურ და ორიგინალურ პირველ წარმოდგენას უქმნის მათ სივრცეში შესულ ადამიანებს. მსგავსი სურნელის დახმარებით სტუმრებს ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე უჩნდებათ იმის განცდა, რომ დასვენებასა და მაქსიმალურ განტვირთვაზე ორიენტირებულ სივრცეში მოხვდნენ.

კალათა 0

თქვენი კალათა ცარიელია.

დაიწყეთ შოპინგი