მყუდრო გარემოს შესაქმნელად ძირითადად დეკორის ელემენტებს, მუსიკას და განათებას იყენებენ. თუმცა, ვიზიტორებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფეროს მოსაწყობად აუცილებელია კიდევ ერთი ასპექტის გათვალისწინება. კვლევების მიხედვით, ადამიანებზე პოზიტიური შთაბეჭდილების მოსახდენად საჭიროა სივრცეში სასიამოვნო სურნელის გავრცელებაც. შესაბამისად, კაფეს და ბარის არომატიზაცია იდეალურად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ბრენდის პოპულარობისა და შემოსავლის გასაზრდელად. სასიამოვნო არომატის მქონე სივრცეში ადამიანები უფრო დიდი ხნით ჩერდებიან და მეტი თანხის დახარჯვასთან ერთად, განმეორებითი ვიზიტის სურვილიც მარტივად უჩნდებათ. თანამედროვე ბაზარზე საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ ზუსტად ისეთი ნოტების მქონე სურნელოვანი ეთერზეთები, როგორიც თქვენი ბარის ინტერიერის ესთეტიკასა და ხასიათს შეეფერება. სასიამოვნო არომატის დახმარებით პირველ ვიზიტსაც კი შთამბეჭდავ გამოცდილებად გარდაქმნით და ლოიალური კლიენტების რიცხვის ზრდასაც უზრუნველყოფთ.
ბარის არომატიზაცია – კონკურენტუნარიანი ბიზნესის ელემენტი
არომა მარკეტინგი ცნობილი ბრენდებისთვის საკმაოდ ნაცნობ და ეფექტურ სტრატეგიად ითვლება. მაგალითად, “Lavazza” თანამედროვე ბაზარზე სწორედ სურნელის დახმარებით პოზიციონირდება, როგორც პრემიუმ ყავის ბრენდი. ცნობილი ბრენდის სივრცე ახლად მოხარშული ყავის არომატითაა გასურნელებული, რაც გემრიელი სასმლის დალევის პროცესს კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოს ხდის. მსგავსი ასპექტის დამსახურებით, კაფეში ადამიანები ბევრად უფრო დიდი ხნით ჩერდებიან და შედარებით უფრო მეტ თანხასაც ხარჯავენ. მსგავსი წარმატების ფორმულას აქტიურად იყენებს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბარი „Jameson’s Irish Pub“ და მისი მარკეტინგის გუნდი. ვიზიტორებს პოპულარულ ბარში შესვლისას ბრენდის საფირმო ხელწერად ქცეული და სასიამოვნო სურნელი ეგებებათ. სწორად შერჩეული არომატის დამსახურებით „Jameson’s Irish Pub“ ვიზიტორებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და განტვირთვისთვის იდეალური ატმოსფეროს შექმნას უზრუნველყოფს. თანაც, სპეციფიკური და შთამბეჭდავი ნოტების მქონე არომატი ბარის მდიდარი ისტორიის ელემენტებსაც უსვამს ხაზს, რაც ლოიალური კლიენტების მოსაზიდად აუცილებელ ასპექტს წარმოადგენს.
კაფეს არომატიზაცია – წარმატებული განვითარების სტრატეგიის შესაქმნელად
კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ არომა დიფუზორი და სწორად შერჩეული არომა ბიზნესის შემოსავალს საშუალოდ 30%-ით აუმჯობესებს. სტატისტიკასთან ერთად, თქვენ ბიზნესზე მორგებული სურნელის დახმარებით შეგიძლიათ ასევე ბრენდის იდენტობის პოპულარიზაციაზე ზრუნვაც. სასიამოვნო არომატებით გასურნელებულ სივრცეში მიღებული შთაბეჭდილებები ადამიანებს საკმაოდ დიდი ხნით ამახსოვრდებათ. ეს ზრდის როგორც განმეორებითი ვიზიტების რაოდენობას, ასევე ლოიალური კლიენტების აუდიტორიის გაფართოების შანსსაც. რაც მთავარია, სურნელოვანი ეთერზეთები მრავალფეროვანი აქცენტებით გამოირჩევიან. შესაბამისად, ნებისმიერი ესთეტიკისა თუ ხასიათის მქონე სივრცისთვის შესაფერისი არომატის პოვნა მარტივადაა შესაძლებელი.