ოფისის არომატიზაცია და არომა დიფუზორი ბიზნესისთვის – Aromaco Skip to content
AromacoAromaco
ოფისის არომატიზაცია და არომა დიფუზორი ბიზნესისთვის

ოფისის არომატიზაცია და არომა დიფუზორი ბიზნესისთვის

თანამედროვე ბაზარზე ბიზნესისთვის არომა დიფუზორები სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთ მთავარ ხელსაწყოდ ჩამოყალიბდა. სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნასთან ერთად, მსგავსი აქსესუარები უზრუნველყოფენ ბრენდის იმიჯისა და შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდასაც. აღნიშნული მარკეტინგული ასპექტი განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც ოფისის არომატიზაცია სწორად შერჩეული სურნელების გამოყენებით ხდება.

  • Takasago Corporation-ის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ლიმონის სურნელით არომატიზირებულ სივრცეში ადამიანები 54%-ით ნაკლებ შეცდომას უშვებენ.

  • Kyoto University-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ლიმონის სურნელი საოფისე სივრცეში სტრესის შემცირებასა და ხასიათის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, რაც 15%-ით აუმჯობესებს თანამშრომლების კონცენტრაციასა და ეფექტურობას.

  • Journal of Environmental Psychology-ის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სასიამოვნო სურნელი აუმჯობესებს ინფორმაციის დამახსოვრების უნარს, რაც კლიენტებისთვის თქვენს ოფისში ჩატარებულ შეხვედრებს ბევრად უფრო შთამბეჭდავ გამოცდილებად აქცევს.

  • უახლესი კვლევების მიხედვით ასევე დადგინდა, რომ პიტნის სურნელით არომატიზირებულ სივრცეში მომუშავე თანამშრომლები 25%-ით უფრო სწრაფად და სწორად ბეჭდავენ კლავიატურაზე.

ოფისის არომატიზაცია - საერთო სამუშაო სივრცისთვის

არომა მარკეტინგი და სივრცის არომატიზაცია საცალო გაყიდვების სფეროში უკვე დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება ბიზნესის ეფექტურობისა და შემოსავლის გასაუმჯობესებლად. თუმცა, ევროპის წამყვანი ბრენდების მაგალითზე დადგინდა, რომ ოფისის არომატიზაცია საკმაოდ სასარგებლო მარკეტინგულ ასპექტს წარმოადგენს საერთო სამუშაო სივრცის გაქირავების მსურველებისთვისაც. ქოვორქინგ სივრცის არომატიზაციპირდაპირ აისახება ბრენდის კლიენტების ლოიალურობის დონეზე. მაგალითად, არსებული კლიენტების მიერ ოფისისა თუ სამუშაო კუთხის განმეორებით დაჯავშნის სიხშირე 20%-ით მატულობს სივრცის არომატიზაციის შემდეგ. ამასთანავე, ოფისის არომატიზაცია 15%-ით ზრდის ახალი ჯავშნებისა და კლიენტების რაოდენობას, 6 თვიან პერიოდში.

  • FlexOffice Global-ის კვლევის მიხედვით, გასურნელებულ ქოვორქინგ სივრცეებში ვიზიტორები 25%-ით უფრო მეტი დროით რჩებიან, გაუსურნელებელ ოფისებთან შედარებით.

  • American Bar Association-ის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შეხვედრების ოთახის არომატიზაცია პირდაპირ გავლენას ახდენს კლიენტებთან წარმატებული თანამშრომლობის შანსებზე. სტატისტიკის მიხედვით, გასურნელებულ სივრცეში 15%-ით უფრო მალე ხდებოდა წარმატებული შეთანხმების გაფორმება.

  • არომატიზირებულ ოფისში მომუშავე თანამშრომლების 80% ჰაერის ხარისხს პოზიტიურად აფასებს. გაუსურნელებელ სივრცეში მომუშავე ადამიანების გამოკითხვისას აღნიშნული რიცხვი მხოლოდ 45% იყო.

Cart 0

Your cart is currently empty.

Start Shopping