დაბრუნება და გადაცვლა
დაბრუნების პირობები
იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.
დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც
დაბრუნება ან გადაცვლა
1.1. შეძენილი ნივთის დაბრუნების პირობები მომხმარებელს მის 3 კალენდარულ დღეში დაბრუნების ან გადაცვლის შესაძლებლობას აძლევს.
დაბრუნების ან გადაცვლის წესები და გამონაკლისები
2.1. ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ ამის შესახებ;
2.2. დაბრუნებამდე ან გადაცვლამდე aromaco-ს უნდა აცნობოთ ნივთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს ნივთისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა “არომაკოს” ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მესენჯერში ან ელ. ფოსტის მისამართზე: info@aromaco.ge);
2.3. მომხმარებელს ნივთის დაბრუნება ან გადაცვლა პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში შეუძლია;
2.4. თუ შეძენილ პროდუქტს ან თანმხლებ ნივთებსა თუ დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, aromaco იტოვებს უფლებას, ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და, შესაბამისად, შეაჩეროს ნივთის დაბრუნების პროცედურა მოკვლევითი სამუშაოების ჩატარებამდე, რაც, შესაძლოა, გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევის შედეგების საფუძველზე კი aromaco უფლებამოსილია ან გააგრძელოს, ან შეწყვიტოს შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისა თუ გადაცვლის პროცედურა;
2.5. დაბრუნებისა და გადაცვლის დროს ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომხმარებელი;
2.6. პროდუქტის დაბრუნების დროს მას თან უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნივთი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ყუთი და სხვა) ;
2.7. პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
2.7.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებსაიტზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
2.7.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.7.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
2.7.4. მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა aromaco-ს მხრიდან;
რამდენ დღეშია შესაძლებელი ნივთის დაბრუნება
პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.
მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე
შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით. დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩატში ან/და დაგვიკავშირდეთ ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე *1818.
პროცედურა თანხის ანაზღაურებისთვის
თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში. ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი, აქსესუარები და სხვა. დაბრუნების ხარჯს ანაზღაურებს მყიდველი.
რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის დაბრუნება
თბილისის მასშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 48 საათში
დიდი და პატარა რეგიონების შემთხვევაში, ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 5 სამუშაო დღეში. მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 7-10 სამუშაო დღეში.
ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენელი განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ.
თანხის ანაზღაურება
პროდუქტის დაბრუნების/თანხის ანაზღაურების სტატუსის შესახებ, Aromaco.ge გადაწყვეტილებას შეგატყობინებთ ნივთის უკან დაბრუნებიდან 48 საათის განმავლობაში.
ქარხნული წუნის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების ან ნივთის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას გაიგებთ 5 დღის განმავლობაში.
თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელის იმ საბარათე ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.