სახლის გამასურნელებელ აპარატს გააჩნია ინტენსიობის 4 ფუნქცია, რაც გულისხმობს აპარატის კონკრეტული წამობრივი სიზუსტით მუშაობის განრიგს და გააჩნია ეთერზეთის ხარჯვის ეკონომიური რეჟიმი.
ძირითადი მახასიათებლები:
მაღალი ხარისხის პლასტმასი
მუშაობის ელექტრული დიაპაზონი: AC 100V-240V 50/60Hz
წონა: 300 გრ
ზომები: 81x66x215 მმ
ბოთლის მოცულობა: 60 მლ
გასურნელების არეალი: მაქსიმუმ 30 მეტრ კუბის ზომის ოთახი.
ეთერზეთის ხარჯი რეჟიმების მიხედვით არის შემდეგნაირი:
• 285 წამში 1 გამოფრქვევა. ხარჯი საათში 0,07 მლ (1 მლ ყოფნის საშუალოდ 14 საათი) 60 მლ ბოთლის 840 საათი. 100 მლ ბოთლი 1400 საათი.
• 135 წამში 1 გამოფრქვევა. ხარჯი საათში 0,15 მლ (1 მლ ყოფნის საშუალოდ 6.5 საათი) 60 მლ ბოთლის 390 საათი. 100 მლ ბოთლი 650 საათი.
• 85 წამში 1 გამოფრქვევა. ხარჯი საათში 0,23 მლ (1 მლ ყოფნის საშუალოდ 4.3 საათი) 60 მლ ბოთლის 258 საათი. 100 მლ ბოთლი 430 საათი.
• 60 წამში 1 გამოფრქვევა. ხარჯი საათში 0,30 მლ (1 მლ ყოფნის საშუალოდ 3.3 საათი) 60 მლ ბოთლის 198 საათი. 100 მლ ბოთლი 330 საათი.
გააჩნია მუშაობის ორი რეჟიმი :
• ჭკვიანი რეჟიმი- რა დროსაც აპარატი მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოთახში არის სინათლის წყარო (მზე ან მეორადი განათება).
• 12 საათიანი რეჟიმი – რა დროსაც, აპარატი მუშაობს შესვენების გარეშე, შესაბამისად, ხარჯი დიდია.
გარანტია 3 თვე
ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სახლის გამასურნელებელ მოწყობილობას, სურნელების გამომფრქვევ მოწყობილობებს, რაც საუკეთესო საშუალებაა საცხოვრებელ ფარტში სუფთა გარემოსა და სურნელის შესაქმნელად მთელი დღის განმავლობაში ადამიანური რესურსის გამოყენების გარეშე. ჩვენი პროდუქტი გამოირჩევა რამდენიმე უპირატესობით, რაც მას განასხვავებს ჰაერის გამწმენდი სხვა საშუალებებისგან. არომაკოს გამასურნელებელი გაჯერებულია ბუნებრივი პრობიოტიკებით, რაც უდაოდ დადებით გავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე.
პრაქტიკულობა: მომხმარებელს ვთავაზობთ კომფორტულ, ავტომატიზირებული მართვის მეთოდის მქონე, თანამედროვე აღჭურვილობას. ამ აპარატით შესაძლებელია სახლის გასურნებელბა სასურველი არომატით. მოწყობილობა საჭირო დროს გამოყოფს სათანადო რაოდენობის აეროზოლს, რაც უზრუნველყოფს სასიამოვნო გარემოს.
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება: სახლის გამასურნელებელ მოწყობილობის მეშვეობით ვზრუნავთ მომხმარებლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. აპარატი დამზადებულია არატოქსიკური ინგრედიენტებით, ბუნებირივი პრობიოტიკებით, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის განწყობასა და ემოციაზე. ავტომატური კონტროლის ფუნქციები ხელს უწყობს არასასურველი ქიმიკატების ზემოქმედების შემცირებას, რაც ჩვენს პროდუქტს ხდის ეკოლოგიურად სუფთას.
მრავალფეროვნება: ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელდ სივრცის გამასურნელებელი აპარატებისა და არომატების ფართო არჩევანს. ამგვარად, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს არომატი, რომელიც შეესაბამება მის სურვილსა და გემოვნებას. ჩვენს აღჭურვილობას, ასევე, გააჩნია ოთხი განსხვავებული ფუნქცია, რაც მომხმარებელს გაუადვილებს საჭიროებების შესაბამისი პარამეტრების შერჩევას.
ზოგადად, ,,არომაკოს’’ მოწყობილობები ნებისმიერი ტიპის სახლისა თუ ბინისთვის, ჩვენს მომხმარებლებს სთავაზობს ძალზედ პრაქტიკულ, ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებას, რათა მარტივად უზრუნვეყონ სუფთა და სასიამოვნო სუნის მქონე სივრცე.
გამოყენების წესი:
მუშაობის პროცესში აუცილებელია აპარატი ვერტიკალურ მდგომარეობაში იყოს შეერთებული დენის წყაროში. ჰორიზონტალურ ან დახრილ მდგომარეობაში გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეთერზეთის გაჟონვა ან აპარატის დაზიანება.
აპარატის შენახვის შემთხვევაში, დენის წყაროდან გამოაერთეთ და აუცილებლად მოხსენით ეთერზეთის ბოთლი აპარატს.
ამის შემდეგ, რეკომენდირებულია აპარატმა შეასრულოს რამდენიმე გამოფრქვევა, რათა დარჩენილი ზეთი სრულად გაიწმინდოს სისტემიდან.
ასევე დარწმუნდით, რომ ის ეთერზეთისგან სრულად გამოთავისუფლებულია.
ზეთის მოთავსების შემდეგ, აპარატი შეინახეთ/ამყოფეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. (წინააღმდეგ შემთხვევაში, ზეთი ჩაიღვრება ძრავსა და ატომიზაციის მექანიზმში, რაც გამოიწვევს მის დაზიანებას. ასეთ შემთსხვევაში, დაზიანებულ აპარატზე არ გავრცელდება გარანტია).
დაუშვებელია დაზიანებული აპარატის დაშლა და თვითნებურად შეკეთება. ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ, დროულად დაუკავშირდეთ შესაბამის ტექნიკურ სამსახურს.