ოფისის არომატიზაცია – პროდუქტიულობის გაზრდის გარანტი
საოფისე სივრცეში პროდუქტიულობის, თანამშრომლების ხასიათისა და ბრენდის იმიჯის გაუმჯობესების ტენდენციებს შორის არომა მარკეტინგი გამორჩეულია. სასიამოვნო სურნელის პოზიტიურ და ეფექტურ გავლენას უამრავი წარმატებული ორგანიზაციის გამოცდილება და მაგალითი ამტკიცებს. ცნობილი ბრიტანული უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, ციტრუსოვანი სურნელებით ოფისის არომატიზაცია საკმაოდ დიდ და დადებით გავლენას ახდენს მეხსიერებასა და კოგნიტურ ფუნქციებზე. აღნიშნული არომატით გასურნელებულ გარემოში ადამიანებს 7%-ით გაუადვილდათ მეხსიერებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება. ასევე, კვლების მიხედვით ლიმონის სურნელოვანი ეთერზეთებით არომატიზაცია იწვევს ფოკუსისა და პროდუქტიულობის გაზრდას, რაც იდეალურია საოფისე სივრცეების გასურნელებისთვის.
არომა მარკეტინგი და ოფისების არომატიზაცია – თანამშრომლებზე ზრუნვა
კომერციულ სივრცეში მომუშავე ადამიანების პოზიტიური განწყობა დადებითად აისახება როგორც ბრენდის იმიჯზე, ისე პროდუქტიულობაზეც. კვლევების მიხედვით, ლავანდას სურნელით ოფისის არომატიზაცია ამცირებს სტრესს და დაძაბულობას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ჩქარ და კომპლექსურ კორპორატიულ გარემოში.
ოფისის არომატიზაცია = ბრენდის იდენტობის გაძლიერება
დინამიურ და კონკურენტუნარიან ბაზარზე ბრენდის იდენტობის მკვეთრად გამოკვეთა ნებისმიერი სახის ბიზნესისისთვის წარმოადგენს საჭიროებას. მაგალითად სინგაპურის ავიახაზები დასამახსოვრებელი გამოცდილების შესაქმნელად იდეალურად იყენებს მათ ბრენდზე მორგებულ სურნელს. მსგავსი ტენდენციის გამოყენება უკვე აქტიურად დაიწყო კორპორატიულ სივრცეებშიც. „Nike”-ის ოფისებში უკვე დიდი ხანია, რაც აქტიურად იყენებენ და აუმჯობესებენ არომა მარკეტინგის სხვადასხვა სტრატეგიებს. ცნობილი ბრენდის მიერ ოფისის არომატიზაცია ბრენდის ღირებულებებსა და სტილს იდეალურად წარუდგენს როგორც ვიზიტორებს, ისე თანამშრომლებსაც. აღსანიშნავია, რომ „Nike” ორიგინალურ და მთლიანად საკუთარ კორპორატიულ იდენტობაზე მორგებულ სურნელს იყენებს ბიზნესის არომატიზაციისთვის. მსგავსი ინდივიდუალური მომსახურეობისა და საფირმო სურნელის მიღება „არომაკოს“ წარმომადგენლებისგანაც შეგიძლიათ.
ოფისების არომატიზაცია უახლესი ტექნოლოგიებით
თანამედროვე ბაზარზე საკმაოდ გამარტივდა ოფისების არომატიზაცია და სურნელოვანი ეთერზეთების შეძენა. მაგალითად ოფისისთვის შესაფერისი და პროდუქტიულობის დონის გამზრდელი ლიმონის ეთერზეთების შეძენა საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება, თუ აღნიშნული სურნელის გავრცელების სწორ გზებს შეარჩევთ. ბიზნესის არომატიზაციისთვის განკუთვნილი დიფუზორის ყიდვა უზრუნველყოფს საოფისე სივრცეში სასიამოვნო სურნელის თანაბრად და ეფექტურად გავრცელებას. სურნელოვანი ზეთების ონლაინ შეძენა ზემოთხსენებულ პროცესს კიდევ უფრო მოხერხებულსა და მარტივს ხდის. ამასთანავე, „არომაკო“ სრულ კორპორატიულ მომსახურებას გთავაზობთ, რაშიც ასევე მოიაზრება ინდივიდუალური სურნელების შექმნა და ბიზნესის არომატიზაცია.