არომატიზაციის უპირატესობები საცალო ვაჭრობის სექტორში
საცალო ვაჭრობის სფერო საკმაოდ კომპლექსური და სწრაფად მზარდია. შესაბამისად, ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ ისეთ მნიშვნელოვან და სასარგებლო უპირატესობებს, როგორიც არომა მარკეტინგია. სურნელი სწორედ ის ინოვაციური ხელსაწყოა, რომლის გამოყენებითაც კლიენტების გამოცდილების გაუმჯობესება და გაყიდვების რაოდენობის გაზრდა მარტივადაა შესაძლებელი. ყნოსვის შეგრძნების გავლენის გამოყენებით მაღაზიის მფლობელებს შეუძლიათ მოახდინონ გავლენა ვიზიტორების ქცევაზე, გადაწყვეტილების მიღების უნარზე და ხასიათზე. სივრცეში სასიამოვნო არომატის გავრცელება წარმოადგენს სწორედ იმ ორიგინალურ გადაწყვეტილებას, რომლის დახმარებითაც კონკურენტულ ბაზარზე თქვენი ბრენდი სხვებზე უფრო გამორჩეულად და დასამახსოვრებლად იქცევა.
არომა მარკეტინგი მაღაზიებისთვის: გავლენა და სტატისტიკა
ყნოსვის შეგრძნება დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ტვინის იმ რეგიონებზე, რომელიც მეხსიერებასა და ემოციებზეა პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ, თანამედროვე კვლევების მიხედვით არომა მარკეტინგს საკმაოდ სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც ბრენდის პოპულარობაზე, ისე კლიენტების ლოიალურობის დონეზეც. მაგალითად მაღაზიაში შემოსულ ადამიანს სასიამოვნო სურნელი 40 პროცენტით უფრო მეტად ანდომებს ახალი შენაძენის გაკეთებას. ამასთანავე, მაღაზიის არომატიზაცია და სწორად შერჩეული არომატი მყიდველებისთვის დადებითი შთაბეჭდილების შექმნის გარანტიასაც იძლევა. ტკბილი და ფამილიარული სურნელის მქონე ოთახში ვიზიტორები 31 პროცენტით უფრო მეტი დროით ჩერდებიან. მაღაზიებისთვის ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან რაც უფრო დიდი ხნით გაჩერდება ვიზიტორი თქვენს დახლებს შორის, მით უფრო გაიზრდება მის მიერ შენაძენის გაკეთების შანსიც.
არომა მარკეტინგი მაღაზიებისთვის: წარმატების მაგალითი
ცნობილი კომპანიები აქტიურად და წარმატებით იყენებენ არომა მარკეტინგის მიერ შემოთავაზებულ უპირატესობებს. ამის ერთ-ერთ ცნობილ მაგალითს წარმოადგენს „Nike”-ის მიერ არომა მარკეტინგის სტრატეგიების გამოყენებით მიღებული შედეგები. ცნობილი ბრენდის მიერ მაღაზიის გასურნელება საკმაოდ შედეგიანი გამოდგა. ბრენდის იდენტობის შესაფერისი, სპეციფიური სურნელების გამოყენების შედეგად კომპანიის გაყიდვების რაოდენობა 80 პროცენტით გაიზარდა. ამით ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს სურნელი მაღაზიის ვიზიტორების ქცევასა და განწყობაზე.
მაღაზიის არომატიზაცია საკმაოდ მომგებიანია, თუმცა წარმატებისთვის საჭიროა სწორი სურნელების შერჩევაც. მაღაზიის არომატიზაციისთვის სურნელოვანი ეთერზეთების ყიდვა საკმაოდ ჭკვიანურ გადაწყვეტილებად იქცევა, თუკი არჩევანს ციტრუსოვან სურნელებზე გააკეთებთ. კვლევების მიხედვით, მსგავსი არომატებით გასურნელებულ სივრცეში ვიზიტორები 20 პროცენტით უფრო მეტ თანხას ხარჯავენ. საერთო ჯამში, ბიზნესის გასურნელება და კომერციული სივრცის არომატიზაცია გთავაზობთ კონკურენტუნარიანი ბრენდის შექმნის გარანტიას. აღასანიშნავია, რომ მრავალფეროვანი კატალოგის მქონე სურნელოვანი ზეთების ონლაინ მაღაზია საკმაოდ ამარტივებს არომა მარკეტინგის სტრატეგიების წარმატებით გამოყენებას.